24 აპრილს, 17:00 საათზე, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ, პროექტის „ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფია“ ფარგლებში, ახალი პუბლიკაციების პრეზენტაციაზე:
ნაშრომები წარმოადგენს „შუშანიკის წამების“ ტექსტოლოგიური, რედაქციული და სამეცნიერო კვლევის შედეგს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებაში.
სამუშაო ჯგუფი და ავტორები: მანანა სანაძე, ნანა მრევლიშვილი, სოფიო გულიაშვილი, თინათინ ჯიქურაშვილი, ლალი ვაშაყმაძე, რატი სტურუა, ნინო ჩიხლაძე, ნანა ბურჭულაძე, ბეჟან ხორავა, ალექსანდრე ჭულუხაძე.
ტექნიკური რედაქტორი: ნინო სუარიძე
გამოცემებზე ასევე მუშაობდნენ: თინათინ ბერუაშვილი, მარიამ ალავერდაშვილი, ნათია ჯანგულაშვილი და გუგა ტაბატაძე
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებისა და ქართული ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის კვლევის თანამედროვე ასპექტების შესახებ.
დრო: 24 აპრილი, 17:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერესიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი