2026 წელს UG „არს გუსტომ“ თანამშრომლობის მემორანდუმი იტალიურ კულინარიულ სკოლასთან — ALMA – Scuola Internazionale di Cucina Italiana-სთან — გააფორმა. ამიერკავკასიაში UG „არს გუსტო“ ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს ALMA-ში გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. თანამშრომლობა სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
ALMA იტალიაში, პარმის მახლობლად, ქალაქ კოლორნოში მდებარეობს. მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობის, ცოდნის გაცვლისა და იტალიური კულინარიული გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობები განიხილება.
აკადემიის საერთაშორისო საქმიანობის ნაწილია იტალიური კულინარიის კვირეულები, პროფესიული მასტერკლასები და თემატური შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტები იტალიური სამზარეულოს ტრადიციებს, თანამედროვე ტექნიკასა და პროდუქტის წარდგენის მიდგომებს ეცნობიან. მასტერკლასების დასრულებისთანავე გაიცემა Ars Gusto-სა და ALMA-ს ერთობლივი საერთაშორისო სერტიფიკატები.
საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, რამდენიმე წლის განმავლობაში აკადემიას ALMA-ს შეფები სტეფანო სკარსო და დანიელა ანტონიოტი, ასევე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ბრენდ-შეფი სალვატორე ლა რაჯონე ესტუმრნენ. მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით დაგეგმილი სწავლებისა და მასტერკლასების ფარგლებში კურსდამთავრებულებს ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.