ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

არს გუსტო
საერთაშორისო პარტნიორობა - აკადემიური პერსონალი

იტალიასთან თანამშრომლობა

2026 წელს UG „არს გუსტომ“ თანამშრომლობის მემორანდუმი იტალიურ კულინარიულ სკოლასთან — ALMA – Scuola Internazionale di Cucina Italiana-სთან — გააფორმა. ამიერკავკასიაში UG „არს გუსტო“ ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს ALMA-ში გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. თანამშრომლობა სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.

ALMA იტალიაში, პარმის მახლობლად, ქალაქ კოლორნოში მდებარეობს. მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობის, ცოდნის გაცვლისა და იტალიური კულინარიული გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობები განიხილება.

იტალიაში გაცვლითი პროგრამები და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს:

  • სტუდენტებისთვის სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნას;
  • იტალიური კულინარიული ტექნიკის გაცნობას;
  • შეფებთან და პროფესიულ სკოლებთან გამოცდილების გაცვლას;
  • საქართველოში მიღებული პრაქტიკული განათლების საერთაშორისო გამოცდილებით გამდიდრებას.

იტალიური კულინარიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა:

აკადემიის საერთაშორისო საქმიანობის ნაწილია იტალიური კულინარიის კვირეულები, პროფესიული მასტერკლასები და თემატური შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტები იტალიური სამზარეულოს ტრადიციებს, თანამედროვე ტექნიკასა და პროდუქტის წარდგენის მიდგომებს ეცნობიან. მასტერკლასების დასრულებისთანავე გაიცემა Ars Gusto-სა და ALMA-ს ერთობლივი საერთაშორისო სერტიფიკატები.

მოწვეული შეფები და მასტერკლასები

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, რამდენიმე წლის განმავლობაში აკადემიას ALMA-ს შეფები სტეფანო სკარსო და დანიელა ანტონიოტი, ასევე მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ბრენდ-შეფი სალვატორე ლა რაჯონე ესტუმრნენ. მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით დაგეგმილი სწავლებისა და მასტერკლასების ფარგლებში კურსდამთავრებულებს ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.

გაეცანით აკადემიის გუნდს







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი