„საქართველოს უნივერსიტეტის“ კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდა. სასწავლებელი საქართველოში პროფესიული კულინარიული განათლების სივრცეა, სადაც პრაქტიკული სწავლება, თეორიული ცოდნა, ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის შესწავლა და საერთაშორისო გამოცდილება ერთიანდება.
სტუდენტებს საკუთარ ცოდნას მაღალი რანგის ქართველი, იტალიელი და ფრანგი ბრენდ-შეფები, რესტორატორები და მკვლევრები უზიარებენ.
აკადემიის პროგრამები მომავალი მზარეულების, შეფ-მზარეულების, კონდიტერების, ხაბაზების, რესტორატორებისა და HoReCa სექტორით დაინტერესებული პირებისთვის გახლავთ განკუთვნილი. ჩვენი სტუდენტები ეუფლებიან: რეცეპტების კალკულაციებს, ინგრედიენტების სწორად შერჩევას, სურსათის უვნებლობას, სამზარეულოს ორგანიზებას, პროდუქტის წარდგენას, HoReCa სექტორის მართვას, HACCP-ის სტანდარტებს, სურსათის უვნებლობას, კულინარიულ მარკეტინგს, ნუტრიციოლოგიის საფუძვლებსა და ფინანსურ წარმოებას; მომავალი შეფები ნანოტექნოლოგიებით აღჭურვილ თანამედროვე გარემოში და მათთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ სივრცეებში პროფესიონალებად ყალიბდებიან და საუკეთესო სასტუმროებსა თუ რესტორნებში საქმდებიან.
ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში კულინარიული განათლების განვითარებას, პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადებას, ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებას.
აკადემიის ხედვა - სწავლების, პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაერთიანებას ეფუძნება.
ჩვენი გუნდის მიზანია სტუდენტებისთვის საბაზო განათლების მყარი საფუძვლის ჩაყრა, ზრდა-განვითარება და კურსდამთავრებულების მსოფლიო გასტრონომიულ ასპარეზზე გაყვანა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე - arsgusto.ge