საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE ბრუნდება!
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა FinEdu-სთან პარტნიორობით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა FinTech (ფინანსური ტექნოლოგიები). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები რეალური ფინანსური გამოწვევებისთვის.
რა გამოწვევებზე იმუშავებენ მონაწილეები?
1. ფინანსური სერვისების ინტეგრაცია: ახალი ფინანსური ტექნოლოგიების არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია რთულია, ხოლო მომხმარებელს უჭირს მრავალფეროვან სერვისებში ოპტიმალურის არჩევა.
2. გრძელვადიანი დაგეგმვა: გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებები (ინვესტიციები, საპენსიო დანაზოგები) აღიქმება რთულ პროცესად, რაც დაბალ ჩართულობას იწვევს.
3. ფინანსური უსაფრთხოება: მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფინანსური თაღლითობისა და კიბერდამნაშავეების მსხვერპლი დაბალი ინფორმირებულობისა და უყურადღებო ქცევის გამო.
4. ყოველდღიური ფინანსები: ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გონივრული მართვა, ბიუჯეტირება და მიზნობრივი დანაზოგის შექმნა.
5. მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები: მცირე ბიზნესებს აკლიათ მარტივი ინსტრუმენტები ფულადი ნაკადების (Cash Flow) წინასწარ გასაანალიზებლად, რაც მოულოდნელ ფინანსურ კრიზისებს იწვევს.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
· პირველადგილოსანი სტუდენტური გუნდი გაემგზავრება გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენცია WEB SUMMIT-ზე;
· 20 000 ლარის ოდენობის გრანტით დასაჩუქრდება უნივერსიტეტი, სამეწარმეო ჰაბის შექმნისთვის.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის 17 წლის და უფროსი ასაკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ გუნდურად.
საქართველოს უნივერსიტეტი - იდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე
საქართველოს უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ჩართულობა ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელიც ცოდნის რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებას, ახალი იდეების განვითარებასა და მათი პრაქტიკაში გამოცდას უწყობს ხელს. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება UG Startup Factory - უნივერსიტეტის სივრცე, რომელიც სტუდენტებს იდეების განვითარებაში, მენტორებთან მუშაობასა და ინოვაციური პროექტების რეალურ შესაძლებლობებად ქცევაში ეხმარება. UNI4VERSE-ში საქართველოს უნივერსიტეტის მონაწილეობას და შიდა ეტაპის ორგანიზებას სწორედ UG Startup Factory უზრუნველყოფს.
საქართველოს უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ყველა გუნდმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს კონკურსის ერთიან სარეგისტრაციო ბმულზე. რეგისტრირებული UG-ის ყველა გუნდი მონაწილეობას მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო კონკურსში, რომლის შედეგადაც შეირჩევა ერთი გუნდი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტს UNI4VERSE-ის საერთო ფინალში წარმოადგენს და სხვა უნივერსიტეტებიდან შერჩეულ ფინალისტ გუნდებს შეუერთდება.
კონკურსის განრიგი
· საინფორმაციო შეხვედრები & ვორქშოფები უნივერსიტეტში;
· ონლაინ სესიები იდეის დახვეწასა და Pitch Deck-ის მომზადებაზე;
· 26–30 ოქტომბერი: ინტენსიური ტრენინგები (AI/ML, Software Dev, მეწარმეობა), მენტორშიფი და პროტოტიპირება FabLab-ში;
· 2 ნოემბერი: Demo Day თბილისის ტექნოპარკში
პროექტის განმახორციელებელია: „ინოვაციური განათლების ფონდი“
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი რეგისტრაცია: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo