საქართველოს უნივერსიტეტში არსებული TOLES LEGAL ENGLISH CENTRE GEORGIA, დაინტერესებულ პირებს იწვევს პრაქტიკული სამართლებრივი ინგლისურის კურსზე - ILLUMINATE PLUS.
თუკი გსურთ რომ გაიღრმავოთ სამართლებრივი ინგლისურის ცოდნა, აითვისოთ საერთაშორისო ბიზნესისა და კომერციული სამართლის სფეროში გამოყენებული პროფესიული ტერმინოლოგია და განივითაროთ ინგლისურ ენაზე სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის უნარები, საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ Illuminate Plus-ის პრაქტიკულ სამართლებრივი ინგლისურის კურსს, რომელიც ეფუძნება TOLES/Cambridge Law Studio-ს მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას და მოიცავს ათ სპეციალიზებულ მოდულს.
კურსი განკუთვნილია ინგლისური ენის B1–B2 დონის მქონე სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.
კურსის მოდულებია:
- The Formation of a Contract (ხელშეკრულების დადება)
- Boilerplate Clauses in Commercial Contracts (კომერციულ ხელშეკრულებებში სტანდარტული დებულებები)
- The Liability of Businesses for Negligence (ბიზნესსუბიექტების პასუხისმგებლობა გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის)
- Sole Traders and Traditional Partnerships (ინდივიდუალური მეწარმეები და ტრადიციული ამხანაგობები)
- Contractual Warranties (სახელშეკრულებო გარანტიები)
- The Liability of Businesses for Nuisance (ბიზნესსუბიექტების პასუხისმგებლობა საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლით გამოწვეული ზიანისთვის)
- Damages as a Remedy for Breach (ზიანის ანაზღაურება, როგორც ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი დაცვის საშუალება)
- Payment Clauses and Retention of Title (გადახდის დებულებები და საკუთრების უფლების შენარჩუნების დათქმა)
- An Introduction to Limited Companies (შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების ზოგადი მიმოხილვა)
- The Structure of a Commercial Contract (კომერციული ხელშეკრულების სტრუქტურა)
კურსის ფარგლებში:
- გაიღრმავებთ სამართლებრივი და კომერციული ინგლისურის ცოდნას;
- აითვისებთ სახელშეკრულებო სამართლის ძირითად ტერმინოლოგიას;
- განივითარებთ სამართლებრივი ტექსტების გააზრებისა და ანალიზის უნარებს;
- გაეცნობით კომერციული ხელშეკრულებების ენასა და სტრუქტურას;
- განივითარებთ ინგლისურ ენაზე პროფესიული კომუნიკაციის უნარებს.
კურსი ასევე სასარგებლოა TOLES-ის სამართლებრივი ინგლისურის გამოცდის სამივე დონისთვის მოსამზადებლად. კურსის ხელმძღვანელია, ცირა ჩორგოლიანი - საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრი და სამართლებრივი ინგლისურის ლექტორი, სამართლებრივი ინგლისურის სწავლების ხუთ წელზე მეტი გამოცდილებით.
კურსის ფორმატი
- ხანგრძლივობა: 5 კვირა
- შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (კვირაში 2 შეხვედრა)
- ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 2.5 საათი
- სწავლების საერთო ხანგრძლივობა: 25 საათი
- ინგლისური ენის დონე: B1–B2
კურსის ღირებულება და გადახდის პირობები, სრული ღირებულება: 900 ლარი, გადახდა შესაძლებელია სამ ნაწილად:
- პირველი გადახდა - 300 ლარი;
- მეორე გადახდა - 300 ლარი;
- მესამე გადახდა - 300 ლარი.
კურსის საფასურში შედის:
- Illuminate Plus კურსის ონლაინპლატფორმაზე ერთწლიანი წვდომა - სასწავლო მასალების, ვიდეოგაკვეთილებისა და პლატფორმაზე განთავსებული ტესტებისა და პრაქტიკული დავალებების გამოყენების შესაძლებლობა;
- Illuminate Plus კურსის გავლის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს TOLES/Cambridge Law Studio;
- საქართველოს უნივერსიტეტის სერტიფიკატი - გაიცემა კურსის სრულად და წარმატებით დასრულების შემთხვევაში. ორივე სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კურსის სრული პროგრამის დასრულების შემდეგ;
- კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, კურსდამთავრებული 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს მომდევნო კურსზე: “Drafting Commercial Contracts in English”.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ნოემბერი!
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge ან დაგვირეკეთ: +995 514 01 08 30