
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას დონგას უნივერსიტეტში, სამხრეთ კორეაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან დონგას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2026-2027 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ:
სასწავლო შემოთავაზება
დონგას უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
სტუდენტებს შეუძლიათ საგნების შერჩევა სხვადასხვა პროგრამებიდან, თუმცა საგნების უმრავლესობა უნდა იყოს ერთი პროგრამიდან.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
დონგას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო საცხოვრებლებით.
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ დონგას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
ალტერნატიულად, ენის B2 დონის ფლობის დადასტურება შეიძლება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება.
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 29 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარიამ რევაზიშვილი
m.revazishvili@ug.edu.ge
+995 598121513
+995 557747097