7 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ცეკვის აკადემია “სუხიშვილებს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მემორანდუმის მიზანია შემოქმედებითი განათლების განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება. პარტნიორობა ასევე ემსახურება სახელოვნებო განათლების სფეროში აკადემიური ცოდნის გაძლიერებასა და თანამედროვე კადრების - დამდგმელი ქორეოგრაფების - მომზადებას. თანამშრომლობას ხელი მოაწერეს, უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და აკადემიის დირექტორმა ნინო (ნინუკა) შარაშიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განავითარებენ საბაკალავრო პროგრამას - „ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი“ და სტუდენტებს შესთავაზებენ პრაქტიკაზე დაფუძნებულ, შემოქმედებითად მდიდარ სასწავლო გარემოს. თანამშრომლობა მოიცავს ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.
ასევე, პროფესიული პრაქტიკის შესაძლებლობებს, ქორეოგრაფიული მასტერკლასების, სემინარებისა და ფესტივალების ორგანიზებას, კლას-კონცერტებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი სანახაობების განხორციელებას, ასევე ფოლკლორული ექსპედიციების დაგეგმვასა და ჩატარებას, როგორც გიორგი უშიკიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ლოტბარი) აღნიშნავს - „დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი და სუხიშვილების აკადემია, ორი ეროვნული მნიშვნელობის ორგანიზაცია ვერთიანდებით, რომ მეტი გავაკეთოთ ქვეყნისთვის, ერთია კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ მთავარი და ფუნდამენტურია არსებული ფოლკლორული ძეგლების მოძიება და შენარჩუნება, სწორედ ამ საქმეს ვემსახურებით ჩვენი ორი, ახალი საბაკალავრო პროგრამით, ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამგმელი ქორეოგრაფი და ქართული ტრადიციული მუსიკა“
პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია სუხიშვილების აკადემიის წარმომადგენლების მიერ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის რეპეტიციებზე დასწრების შესაძლებლობის შექმნა და ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების განვითარება, რაც სტუდენტებს მისცემს რეალურ პროფესიულ გარემოში ჩართვის უნიკალურ შესაძლებლობას. მემორანდუმი ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეღავათებს აბიტურიენტებისთვის. სუხიშვილების აკადემიის მიერ რეკომენდებულ კანდიდატებს პროგრამაზე ჩარიცხვისთვის მხოლოდ მეორე (II) შიდა შემოქმედებითი ტურის გავლა დასჭირდებათ.
„ყველა ქართველი ცეკვავს, ან მღერის. ეს არის ქართული კულტურის და იდენტობის ნიშა. ვფიქრობ, რომ ეს გენეტიკური კოდი გამოგვარჩევს და გვგვრის იმ სიამაყის შეგრძნებას რასაც ქართველობა ჰქვია. დღეს, მემორანდუმის გაფორმებით ჩვენი იდენტობის პროფესიული განვითარების ახალ საფეხურზე ასვლას აღვნიშნავთ. მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობით ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას მივცემთ მსოფლიო მასშტაბით მიიღონ პედაგოგიური გამოცდილება და ამავდროულად გახდნენ ქართული კულტურის ელჩები“ - ნინო ( ნინუკა ) შარაშიძე ( აკადემია "სუხიშვილების" დირექტორი)
სუხიშვილების აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარებას, მისაღები გამოცდებისას გათვალისწინებული ორი შემოქმედებითი ტურიდან - ცეკვა და სადადგმო ხელოვნება - მოეხსნებათ ცეკვის ტური.
საქართველოს უნივერსიტეტი პარტნიორ აკადემიას სთავაზობს:
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტების პროფესიულ ზრდას, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებას და საქართველოში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას.