ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


8 May 2026

ვორქშოფი - კონფლიქტების მართვა და მედიაცია სასკოლო გარემოში

 

8 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოფი თემაზე: „კონფლიქტების მართვა და მედიაცია სასკოლო გარემოში“

ვორქშოფი ემსახურებოდა მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებას კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მიმართულებით, სასკოლო გარემოში. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იმ პრაქტიკულ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების პრევენციას, კონსტრუქციულ გადაწყვეტასა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას. პრაქტიკოს პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული, ქეისებზე დაფუძნებული მაგალითებით დაემუშავებინათ საკითხები, მოდერატორებთან ერთად. 

ვორქშოფის მოდერატორებმა: ნატა სტურუა, მეგი კავთუაშვილი, თორნიკე შევარდნაძე და რევაზ ტაბატაძე ვორქშოფის ფარგლებში ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

  • კონფლიქტის არსი და მისი ტიპები სასკოლო გარემოში;
  • კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები (მოსწავლე-მოსწავლე, მოსწავლე-მასწავლებელი, სკოლა-მშობელი);
  • კონფლიქტების მართვის სტრატეგიები;
  • მედიაციის მნიშვნელობა და პრინციპები;
  • მედიაციის პროცესის ეტაპები;
  • კომუნიკაციის ეფექტური ტექნიკები (აქტიური მოსმენა, ემპათია, ასერტიულობა);
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა და როლური თამაშები.

აღსანიშნავია, რომ ვორქშოფს საქართველოს უნივეერსიტეტის პროექტის ფარგლებში - მასწავლებლებისთვის, ესწრებოდნენ პრაქტიკოსი პედაგოგები, რომელთათვისაც შეთავაზებულ აქტივობებს შორის იყო ვორქშოფი. 

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი