საგრანტო პროექტის ფარგლებში, ანა ხურციძე კვლევით პერიოდს გერმანიაში, ბერლინში გაატარებს და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ევროპის უნივერსიტეტის ვიადრინა ფრანკფურტის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტში (Institute for Conflict Management) განახორციელებს.
კვლევის ძირითადი მიმართულებაა სასამართლო მედიაციის შედარებით-სამართლებრივი კვლევა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდება გერმანიის გამოცდილება, სასამართლო მედიაციის მოქმედი მოდელები და მათი პრაქტიკული გამოყენება. კვლევა ასევე მიზნად ისახავს მიღებული გამოცდილების ქართულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ კონტექსტთან შედარებას და საქართველოში სასამართლო მედიაციის განვითარების შესაძლებლობების შეფასებას.