5 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა, CYCLE UP! - ურბანული საფარი და ინტერაქტიული დიზაინის ვორქშოპს უმასპინძლა, რომელსაც მოდერატორობას უწევდა,
ოსამუ ოკამურა - არქიტექტორი, ურბანისტი, ლექტორი და Czech Centre Tbilisi-ის დირექტორი, წიგნის “City for Everyone: A Manual of Urbanism for Beginners” ავტორი.
CYCLE UP! პროექტის ფარგლებში გაიმართა ინტერაქტიული ვორქშოპი, რომლის მონაწილეებმა ურბანული გარემო, ქალაქში გადაადგილება, (თბილისში) საჯარო სივრცეები და გარემოსდაცვითი გამოწვევები ახალი პერსპექტივიდან შეისწავლეს. მცირე ჯგუფებად დაყოფილმა გუნდებმა გამოავლინეს ლოკალური გამოწვევები და იმუშავეს ინკლუზიური, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნის შესაძლო გზებზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა:
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და მოძრაობის პრობლემებს, საჯარო სივრცეების უგულებელყოფას, გარემოს დეგრადაციას, გენტრიფიკაციას, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობას, ცარიელ და მოძველებულ შენობებსა და ქალაქის მდგრადი განვითარების გამოწვევებს. ვორქშოპმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, თბილისის ურბანული გარემო არამხოლოდ დაენახათ, არამედ შეესწავლათ, აღეწერათ და მისი გაუმჯობესების გზებიც წარმოედგინათ - ვორქშოპის დასასრულს პრეზენტაციის სახით.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ჩეხეთის ცენტრი თბილისი-ს მიერ, ადგილობრივ პარტნიორებთან Caucasus Cycling Network-სა და Tbilisi Bicycle Mayor-თან თანამშრომლობით. პროექტი CYCLE UP! თანადაფინანსებულია ევროკავშირის Creative Europe პროგრამის ფარგლებში.