2025 წლის, 9-11 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საგანმანათლებლო პროექტი "დემო კონსტიტუცია", რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციის შექმნის სიმულაციას. პროექტში მონაწილეობდნენ XI-XII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი წარმოსახვითი ქვეყნისთვის მინი-კონსტიტუციები შეიმუშავეს.
პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის კონსტიტუციის არსისა და მნიშვნელობის უკეთ გაგება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კონტექსტში. მონაწილეები ასევე გაეცნენ სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა ფორმებს, გააუმჯობესეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, იმუშავეს გუნდურად და ჩაერთნენ დოკუმენტის შექმნის სრულ პროცესში - იდეიდან ვიზუალიზაციასა და ტექსტამდე.
პროექტს უძღვებოდა სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
მოსწავლეების გუნდებს მენტორობას უწევდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: ქეთი ავლოხაშვილი, ანა კორძახია და ანა ოდიშარია.
ღონისძიების ბოლოს გამარჯვებული გახდა: ნიკოლოზ მოდებაძის, ელენე ყულიაშვილის, დუდა კვინიკაძის და ანა ბერაშვილის გუნდი.
მეორე ადგილი დაიკავა: ლიზა იმედაშვილის, ანდრია ჩლაიძის და შაკო კობერიძის გუნდმა.
საუკეთესო სპიკერებად დასახელდნენ: ნანა გაფრინაშვილი და ანდრია ჩლაიძე, რომლებიც გამოირჩეოდნენ კარგი არგუმენტაციის და კომუნიკაციის უნარებით.