ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


9 September 2026

საინჟინრო ჰაკათონი UG სკოლის მოსწავლეებისათვის

 

1-2 აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ტექნიკური მეცნიერების პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში საინჟინრო უნარების გამოსავლენად, UG სკოლაში საინჟინრო ჰაკათონი გაიმართა. 

ჰაკათონში მონაწილეობა ცხრამეტმა გუნდმა მიიღო. მონაწილეებს, მიცემულ დავალებათა შორის უნდა შეესრულებინათ შემდეგი ამოცანები: 

  • წყლის მიღება რთულად ხელმისაწვდომ ადგილებში 
  • მიწისქვეშა ობიექტების სკანირება
  • შემთხვევითი რიცხვების გენერაციის აპარატი
  • ელექტროენერგიის მიღება იონოსფეროდან
  • ტვირთის მიწოდება რთულად მისადგომ ადგილებში 
  • წყლის გაჟონვის აღმოჩენა ძველი ქალაქის ქსელებში

ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, ემუშავათ რეალურ საინჟინრო ამოცანებზე, გამოევლინათ  ტექნიკურად ძლიერი პრობლემების გადაჭრის გზები და მიეღოთ გამოცდილება, რომელიც სცდება სტანდარტულ აკადემიურ პროგრამას.

ჟიურის წევრებმა გამარჯვებულთა რიგებში შეყვანილი გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს: 

  • სიახლე — რამდენად უნიკალურია პროექტის იდეა
  • შესაბამისობა — რამდენად შეესაბამება პროექტი თემას
  • ტექნიკური სირთულე — რამდენად რთულია პროექტი და რამდენად გამოყენებულია მოწინავე ტექნოლოგიები
  • ფუნქციონალურობა — მუშაობს თუ არა პროექტი
  • პრაქტიკული გავლენა — რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება რეალურ სამყაროში
  • პრეზენტაცია — რამდენად კარგად არის წარმოდგენილი პროექტი

რის საფუძველზეც, შედეგების მიხედვით გამოვლინდენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. 

II ადგილი / We are team batters And we are masters, Prime Mechanics 

III ადგილი / The Nile, Aquastic, ARSENA

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს მხარდაჭერას მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიმართულების პოპულარიზაციისათვის, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებაშიც გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტებით უნივერსიტეტი არამარტო ლოკალურ, არამედ ქვეყნის მასშტაბით მყოფი ყველა ახალგაზრდის ჩართულობის ხარისხსს თანაბრად ფარავს. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი