ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


5 June 2025
როგორ უზრუნველვყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების მდგრადობა პოლიტიკური ცვალებადობის პირობებში

 

5 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, შეფასების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ექსპერტთა პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა, თემაზე - როგორ უზრუნველვყოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების მდგრადობა პოლიტიკური ცვალებადობის პირობებში.

ღონისძიება მოიცავდა ორ პანელურ დისკუსიას, რომელთა ფარგლებში დარგის გამოცდილმა ექსპერტებმა და პრაქტიკოსებმა იმსჯელეს კრიტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მონიტორინგისა და შეფასების საზოგადოების წინაშე, მათ შორის:

  • პანელი I - როგორ მოვამზადოთ მეთოდოლოგიურად მაღალი ხარისხის შეფასების დიზაინი და მეთოდოლოგია, რომელიც გადაიქცევა გადაწყვეტილებების მიღების გზამკვლევ ინსტრუმენტად?
  • პანელი II - როგორ უზრუნველვყოთ, რომ შეფასების შედეგად გამოვლენილი მიგნებები და რეკომენდაციები პროგრამებისა თუ პოლიტიკის შემუშავების წინაპირობად გარდაიქმნას?

განხილვებში მონაწილეობა მიიღეს მონიტორინგისა და შეფასების პროფესიონალებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის, აკადემიური და კვლევითი წრეების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციისთვის. საქართველოს უნივერსიტეტი საკონსულტაციო ორგანიზაცია Solution Alternatives International (SAI)-სთან ერთად, მსოფლიო ბანკის ინიციატივის - შეფასების საერთაშორისო კვირეული 2025 (GLocal Evaluation Week 2025)-ის პარტნიორი გახდა. კვირეულს, მსოფლიო მასშტაბით უძღვება შეფასების საერთაშორისო ინიციატივა (Global Evaluation Initiative).






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი