საქართველოს უნივერსიტეტი სიამაყით გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის ორმა წარმომადგენელმა წვლილი შეიტანა ახალ საერთაშორისო კრებულში: „Concern for Tomorrow: Integrating the 17 Sustainable Development Goals in Higher Education.” კრებულის რედაქტორები არიან დომინიკა ძვონკოვსკა, პაველ ბორკოვსკი და მარტინ დალი. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ელიფსამ“ (ვარშავა, 2026) პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს (NAWA) მხარდაჭერით.
მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (SDG 16 – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები) ფარგლებში პროფესორი ანა ფირცხალაშვილი განიხილავს მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოებების წინაშე მდგარ ძირეულ საფრთხეებს: ძალადობრივ კონფლიქტებს, კორუფციას და კანონის უზენაესობის სისუსტეს. ავტორი ასევე განმარტავს “მიზნის” ამოცანებსა და ინდიკატორებს, ასევე ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ინსტიტუტების მნიშვნელობას.
ასოცირებული პროფესორი ირაკლი სამხარაძე ყურადღებას ამახვილებს მდგრადი განვითარების მე-13 მიზანზე (SDG 13 – ქმედებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ) და ასახავს, თუ როგორ განვითარდა კლიმატის ცვლილების პოლიტიკა საერთაშორისო სამართლში. თავი მიმოიხილავს “მიზნის” ამოცანებსა და ინდიკატორებს, ასევე კლიმატის, ენერგეტიკისა და გარემოს ურთიერთკავშირს. ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს კლიმატსამართლიანობაზე და ევროპის კავშირის წამყვან როლზე კლიმატის სამართლში.
საქართველოს უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ორივე ავტორს, რომელთა შრომები ასახავს ჩვენი აკადემიური პერსონალის ერთგულებას მდგრადი განვითარების საერთაშორისო კვლევების მიმართ.