ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


10 October 2022

International Bar Association (IBA)

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, 2022 წლის ოქტომბერში, გახდა ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (International Bar Association (IBA) წევრი. 

International Bar Association (IBA) სამართლის პრაქტიკოსთა, ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული საზოგადოების პირველი საერთაშორისო გაერთიანებაა მსოფლიოში (მდებარეობს დიდ ბრიტანეთში), რომელიც 1947 წელს დაარსდა და რომლის მთავარი მიზანია გლობალურ სტაბილურობაში პრაქტიკოსი იურისტების წვლილის შეტანა, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების გზით. დღეს IBA აერთიანებს 80 000-მდე პრაქტიკოს პროფესიონალს სამართლის სფეროდან და 160-მდე ადვოკატთა ასოციაციას მსოფლიოს 170 ქვეყანაში.

შედარებით ახალია IBA-ში საუნივერსიტეტო საზოგადოების შედინება და სამართლის სკოლების წევრობა. ამ კუთხით საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ჩვენს რეგიონში.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები ისარგებლებენ შეუზღუდავი წვდომით IBA-ის უნიკალურ აკადემიურ და პრაქტიკულ მასალებზე. 

ასევე, მათ წვდომა ექნებათ სხვადასხვა ტრენინგ-მოდულებზე, ჩართულები იქნებიან IBA-ს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში და შეეძლებათ დაფინანსების თუ თანადაფინანსების მოთხოვნა ასოციაციისგან. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი