ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


19 June 2025
საერთაშორისო კონფერენცია - Healthy Campuses

 

16-19 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში - Healthy Campuses, რომელიც ირლანდიაში, ქალაქ ლიმერიკში, გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციას, რექტორი, კონსტანტინე თოფურია ხელმძღვანელობდა. შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ბახტურიძემ, წარადგინა Okanagan-ის ქარტიასთან საქართველოს უნივერსიტეტის მიერთებისა და საქართველოში ჯანსაღი უნივერსიტეტების ეროვნული ქსელის ფორმირების შედეგები.

გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ქსელის თანათავმჯდომარეებთან: რებეკა კენედთან (ალაბამას უნივერსიტეტი ბირმინგჰემში, აშშ) და მეთ დოლფთან (ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი, კანადა), ასევე აშშ-ის, გერმანიის, ავსტრალიის, თურქეთის, ირლანდიის და სხვა ქვეყნების ეროვნული ქსელების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე დაიგეგმა Okanagan-ის ქარტიის განახლებაც, რომლის მიზანი თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან უკეთ გამკლავება და უნივერსიტეტებისთვის მეტი ხელშეწყობაა. საქართველოს უნივერსიტეტი Okanagan-ის ქარტიის ხელმომწერია და ამავდროულად, საქართველოში უნივერსიტეტების ეროვნული ქსელის ჩამოყალიბების ინიციატივის ავტორიც. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი