საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტს International Cold Case Project-ი დაიწყო. მასში ჩართული საერთაშორისო სტუდენტები, სხვადასხვა ქვეყნებიდან, ერთობლივად იმუშავებენ გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის რეალურ სისხლის სამართლის გაუხსნელ საქმეებზე (პირის გაუჩინარება, მკვლელობა).
სტუდენტებს წვდომა ექნებათ სისხლის სამართლის საქმის ორიგინალ მასალებზე (გაუთქმელობის წინაპირობით), ინგლისური თარგმანით. პროექტს კოორდინაციას უწევს გერმანიის ერთ-ერთი პოლიციის აკადემიის ლექტორი, რომელთანაც სტუდენტური გუნდების წევრებს, ორ კვირაში ერთხელ ექნებათ შეხვედრები, სადაც განავითარებენ იდეებს გაუხსნელ საქმეებთან დაკავშირებით.
შერჩეული სტუდენტებისთვის პროექტი სრულიად ფინანსდება.