სიახლეები
იაპონური ბრენდი Yanmar (Agricultural machinery company) საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით, ამავე ბრენდისთვის შედგენილი სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმას განახორციელებს.
აღნიშნული კამპანია UG-ის სტუდენტებმა საბა ხვედელიძემ, საბა ხუბაშვილმა და ალექსანდრე ბერაიამ თურქეთის ქალაქ იზმირში, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შექმნეს. პროექტის პირველ ეტაპზე სტუდენტებს ჩაუტარდათ მასტერკლასები სტრატეგიულ კომუნიკაციებში, რის შემდეგადაც მათ დაევალათ რეალური კლიენტისთვის, კერძოდ, იაპონური ბრენდ Yanmar-სთვის (Agricultural machinery company) ბაზრის კვლევა და ბრენდის სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის შედგენა. იზმირში ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხზე კლიენტთან აქტიური თანამშრომლობის ფორმატში გუნდურად იმუშავეს, შექმნეს სტრატეგიული კომუნიკაციების პროექტი, რომელიც გახდა საბოლოოდ გამარჯვებული.
აღსანიშნავია, რომ პროექტს აფასებდნენ, როგორც Yanmar-ის მენეჯმენტი, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის სფეროს პროფესიონალები. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: თურქეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია და სხვ.