ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


20 April 2024

პირველი თურქულ-გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის დიალოგი

მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, თურქეთში, ესქისეჰირის ოსმანგაზის უნივერსიტეტში, გაიმართა სისხლის სამართლის დიალოგი ეკონომიკური დანაშაულების თემატიკაზე. მასში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორები სტამბულის, დიუსელდორფის, კიოლნის, ესქისეჰირის, ისპარტას, ანკარას, ვიადრინას და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტებიდან. 

განსაკუთრებით მოხარულები ვართ იმით, რომ ჩვენი ინსტიტუტი ამ პროექტის თანაინიციატორი და თანაორგანიზატორი იყო. ის განხორციელდა პროფესორების, სემი იუმაკის (ოსმანგაზის უნივერსიტეტი), მარტინ ვასმერის (კიოლნის უნივერსიტეტი) და ბაჩანა ჯიშკარიანის (საქართველოს უნივერსიტეტი) თანამშრომლობით.

აღნიშნული დიალოგი პირველი შედეგია საქართველოს უნივერსიტეტსა და ოსმანგაზის უნივერსიტეტებს შორის, 2023 წელს დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად ჩართულია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

ჩვენი ინსტიტუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან, ვინაიდან ეს ხელს უწყობს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. შესაბამისად, უკვე დაიგეგმა აღნიშნული დიალოგის გაგრძელება.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი