ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


19 May 2025
სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის პრეზენტაცია

 

19 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის და  ორი ლაბორატორიის: გენური ინჟინერიისა და სინთეტიკური გენების ლაბორატორიების პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე აუდიტორიას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტატინე თოფურიამ და სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ცოტნე ჯავახიშვილმა მიმართეს.

სინთეტური ბიოლოგია ბიოინფორმატიკისა და ახალი თაობის ტექნოლოგიების მულტიდისციპლინური ველია. მისი მიზანია ბუნებაში არსებული ცოცხალი სისტემების რეპროგრამირება სპეციფიური მიზნებისათვის და ახალი ბიოლოგიური სისტემების შექმნა. ძირითადი მეცნიერული ბაზისი, რომელსაც სინთეტური ბიოლოგია ემყარება არის გენომური და მეტაბოლური ინჟინერია, გენეტიკური კოდის მოდიფიკაცია, და ფუნდამენტური ბიოლოგიური პროცესების ინჟინერია. 

საქართველოს უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ კვლევითი საქმიანობა საკუთრივ ბაზაზე გაძლიერდეს, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს და ავტომატურად სტუდენტებს იმუშაონ საერთაშორისო ინდუსტრიული დაკვეთების შესაბამისად, ტექნოლოგიური ტრანსფერები, როგორც კვლევითი შედეგები, რისი გაზიარებითაც ქვეყნები არსებულ გენურ გარდაქმნებს, თუ უჯრედის განვითარების სხვა ეტაპებს აკვირდებიან - არის ის ფუნდამენტი, რაზეც ბიოლოგიის ეს დარგი დგას და მისი განვითარებისთვის ახალი ინსტიტუტი საკუთარი ლაბორატორიებით, საქართველოსთვის, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი