საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი კვლავ მიიწვიეს კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრად.
სადისერტაციო ნაშრომი ეხება გაუფრთხილებლობის დასჯადობის პრობლემატიკას, კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჭრილში და მისი საბოლოო დაცვა მოხდება მიმდინარე წლის ივლისში. პროფესორი ჯიშკარიანი რამდენიმე წელია ჩართულია გერმანელი დოქტრონტების შეფასების პროცესში, რაც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის საერთაშორისო დონეზე აღიარების მაჩვენებელია.