საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: კონსტიტუციური შეთანხმების 20 წელი.
კონფერენციის პარტნიორები იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების და საქართველოს ისტორიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის კონსტიტუციური აღიარების აქტის სხვადასხვა აკადემიური დისციპლინების ფარგლებში კვლევის არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი კვლევების ხელშეწყობა.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: სამართალი; თეოლოგია; რელიგიის კვლევები; ისტორია, სოციალური მეცნიერებები, პოლიტიკის მეცნიერებები.