ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


27 May 2025
ორდღიანი სემინარი და ვორქშოფი თემაზე: Contract Law Across Systems

 

2025 წლის 22–23 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის TOLES Legal English Centre Georgia-სა და ELSA Tbilisi-ს ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სემინარი და ვორქშოფი თემაზე: „Contract Law Across Systems“.

სემინარი და ვორქშოფი წარიმართა სამართლებრივი ინგლისურის წამყვანი სპეციალისტის, ცირა ჩორგოლიანის ხელმძღვანელობით.შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა გაანალიზეს საერთო (Common Law) და კონტინენტური (Civil Law) სამართლის სისტემებს შორის ძირითადი განსხვავებები, განსაკუთრებით სახელშეკრულებო სამართლის ჭრილში; განიხილეს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა ხელშეკრულების ელემენტები (Elements of the Contract) და სამართლებრივი საშუალებები დარღვევის შემთხვევაში (Remedies), რაც მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ხელშეკრულების ვალიდურობისა და დარღვევის მექანიზმები სხვადასხვა სამართლებრივ კონტექსტში.

სემინარის განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნიდა იურიდიული ინგლისურის გამოყენება როგორც სწავლებაში, ისე სამართლებრივი ანალიზისას. მონაწილეებმა შეისწავლეს ძირითადი ტერმინოლოგია და გააანალიზეს ისეთი პრეცედენტული საქმეები, როგორებიცაა: Balfour v Balfour, Merritt v Merritt, Carlill v Carbolic Smoke Ball Co, და Hadley v Baxendale — რაც შესაძლებელს ხდიდა სწავლის პროცესში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ორგანულად გაერთიანებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი