ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებმა მოისმინეს გერმანული გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი სამართლის მიმართულებით.
ღონისძიების მეორე ნაწილში საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული კვლევები წარადგინეს.
სტუდენტების ნაშრომების წარდგენის შემდეგ, მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს:
შრომითი დავების არბიტრაჟუნარიანობა და ალტერნატიული მექანიზმები
პასუხისმგებლობის ფორმებს შორის ზღვარი
დარღვევის სიმძიმის კრიტერიუმები
დისტანციური მუშაობისა და ხელოვნური ინტელექტის პირობებში
შრომითი ურთიერთობების გამოწვევები
სამუშაო დროის მართვა და თანასწორობის პრინციპების დაცვა
განხილვისას ასევე ყურადღება დაეთმო შრომის უსაფრთხოების დარღვევების სამართლებრივ შეფასებებს, მათ შორის, იმ შემთხვევებზე, როდესაც დარღვევა შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადაიზარდოს.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სპეციალურმა კომისიამ საუკეთესო ნაშრომები გამოავლინა.