ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


7 October 2026

მასწავლებლის გავლენის ჯილდო 2026

 

ყველაფერი იწყება იდეით — და მასწავლებლის გავლენით!

3 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში „მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ პირველი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. კონკურსის ცოდნის პარტნიორმა „ბიბლუსმა“ კი საკუთარი რჩეულიც დაასახელა. „მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივის — „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ — ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა.

კონკურსის მთავარი კრიტერიუმი მხოლოდ მასწავლებლის გამოცდილება ან პროფესიული ბიოგრაფია არ ყოფილა. ყურადღება გამახვილდა იდეებზე, პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებმაც მოსწავლეების, სკოლისა თუ საზოგადოების ცხოვრებაში რეალური ცვლილება შექმნა.

„მასწავლებლის გავლენის ჯილდოს“ გამარჯვებულები არიან:

  • თემური სუყაშვილი — ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა, პროექტი: „Learning by Changing Community მოდელის ინტეგრირება არაფორმალურ განათლებაში“
  • ნათია უჩავა — თბილისის N126 საჯარო სკოლა, პროექტი: „ერთი იდეა — ათასობით გავლენა“
  • ლელა კოტორაშვილი — თბილისის N59 საჯარო სკოლა, პროექტი: „წიგნი — მოსიარულე გაკვეთილები“

სამივე გამარჯვებულ მასწავლებელს გადაეცა ფულადი პრემია, სპეციალური ჯილდო და საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ცოდნის პარტნიორმა „ბიბლუსმა“ საკუთარი რჩეულიც გამოავლინა.

„ბიბლუსის რჩეული“ გახდა ნათია ფურცელაძე, ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლიდან, პროექტით „არაფორმალური განათლების სივრცე „საპოვნელა“. „ბიბლუსის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა სრულად განახლდება — შეიქმნება თანამედროვე და მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებს წიგნთან კიდევ უფრო დააახლოებს.

კონკურსში წარმოდგენილმა პროექტებმა აჩვენეს, რომ მასწავლებლის იდეა შეიძლება გაცდეს ერთი გაკვეთილის, კლასისა თუ სკოლის ფარგლებს და რეალურ ცვლილებად იქცეს. „მასწავლებლის გავლენის ჯილდო“ სწორედ იმ ადამიანების აღმოჩენასა და აღიარებას ემსახურება, რომლებიც საკუთარ ცოდნას, იდეებსა და ინიციატივებს გავლენად აქცევენ. „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ მომავალშიც გააგრძელებს მასწავლებლების მხარდაჭერას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი