ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


8 May 2026

პროექტი - ამერიკის ნუმიზმატიკურ საზოგადოების ფონდებში დაცული ქართული მონეტების კვლევა-პუბლიკაცია

 

საქართველოს უნივერსიტეტისა და ამერიკის ნუმიზმატიკური საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, დასრულდა ქართული მონეტების კოლექციის ფოტოგადაღება და საარქივო დოკუმენტაციის შესწავლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით ბერიკაშვილი. ამერიკის ნუმიზმატიკური საზოგადოება (American Numismatic Society - ANS) მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ქალაქ ნიუ-იორკში, მათ ოფისში ინახება მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა ეპოქების მონეტები, მათ შორის ქართული, რაც თავის მხრივ აერთიანებს სახელმწიფოს მატერიალურ, კულტურულ საისტორიო წყაროებს.

პროექტი, რომლის დასახელებაა -"ამერიკის ნუმიზმატიკურ საზოგადოების ფონდებში დაცული ქართული მონეტების კვლევა-პუბლიკაცია"   საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს ნუმიზმატიკური კატალოგის მომზადებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ამერიკის ნუმიზმატთა საზოგადოების ფონდებში დაცული ქართული მონეტების სრული კოლექცია.

აღსანიშნავია, რომ კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება,  მსოფლიოს მასშტაბით ყველა დაინტერესებული პირისთვის,  რაც ორმაგად გაზრდის საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმირებულობას, სხვადასხვა ქვეყნებისთვის. აღნიშნული საზოგადოება, რომლის ფონდებშიც დაცულია სხვადასხვა ქვეყნის თითქმის ერთ მილიონამდე უნიკალური მონეტა, მსოფლიოს უდიდესი ნუმიზმატიკური საცავია და მნიშვნელოვანია, რომ აქვეა ქართული ნუმიზმატიკის ის თვალსაჩინო ნიმუშებიც, რომლებიც წარმოდგენილია როგორც კოლხური თეთრებით, ისე გაერთიანებული საქართველოს მეფეთა სახელით მოჭრილი მონეტებიც.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი