ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 September 2026

საქართველოს უნივერსიტეტის ნატკორას ადრექრისტიანული ეკლესიის არქეოლოგიური ექსპედიციის საზაფხულო სეზონი წარმატებით დასრულდა

 

კვლევის ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტაძრის სამხრეთითა და აღმოსავლეთით განლაგებული სამაროვნის არქეოლოგიურ და ინტერდისციპლინურ შესწავლას.

ნატკორას ადრექრისტიანული ტაძრის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი 2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მანანა სანაძის ინიციატივით დაიწყო. „ქართლის ცხოვრების“ შესაბამისი მონაკვეთების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, პროფესორმა სანაძემ ტაძრის ცენტრალურ ნავში ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ვაჟის - დარჩილის სამარხს მიაკვლია, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა.

ნატკორას ეკლესიისა და მიმდებარე სამაროვნის არქეოლოგიურ გათხრებს პროფესორი დავით ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს. მისი მენტორობით, საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.

მიმდინარე წლის საველე სეზონზე განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო გათხრები ტაძრის სამხრეთ მონაკვეთზე, სადაც ადრექრისტიანული ეკლესიის კანკელის ნაწილები და მნიშვნელოვანი (მათ შორის, კოლექტიური) სამარხები აღმოჩნდა. ამ სამარხებიდან უმდიდრესი ბიოარქეოლოგიური და არქეოლოგიური მასალა მომდინარეობს.

არქეოლოგიური მონაპოვრის ნაწილი უკვე გადატანილია საქართველოს უნივერსიტეტში და მზადდება საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, ხოლო ბიოარქეოლოგიური მასალა კვლევის პირველ ფაზას გადის, რის შემდეგაც შემდგომი გენეტიკური და ინტერდისციპლინური შესწავლა დაიგეგმება. პროექტი ალავერდის ეპარქიასთან და მის წინამძღოლთან სრული კოორდინაციით ხორციელდება. უახლოეს მომავალში იგეგმება სამუშაო შეხვედრა, სადაც ნატკორას ტაძრის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროექტის საწყის ვარიანტსა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაგრძელების პერსპექტივებს განიხილავენ.

ნატკორას ტაძარი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის მშენებლობაც მეფე დარჩილის სახელს უკავშირდება. სამეცნიერო და სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ იგი ღირსეულ ადგილს დაიკავებს იმ ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლთა შორის, რომელთა კვლევასაც საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი