ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


4 March 2025

საქართველოს უნივერსიტეტმა მსოფლიოში ყველაზე ძველ სტუდენტურ საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა მედიაციაში, რომელიც The International Academy of Dispute Resolution-ის (INADR) ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, 2025 წლის 4-8 მარტს, უმასპინძლა მსოფლიოში ყველაზე ძველ და გავლენიან სამართლის სკოლების საერთაშორისო კონკურსს მედიაციაში. ეს პრესტიჟული და მასშტაბური სტუდენტური კონკურსი ორგანიზებულია INADR - International Academy of Dispute Resolution (USA)-ის მიერ და ჩვენ მათი პარტნიორები ვართ. კონკურსის ისტორია 2002 წლიდან იწყება და ყოველ მეორე წელს ტრადიციულად, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტში იმართება, ხოლო კენტ წლებში - მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. მივაღწიეთ, რომ წელს კონკურსის მასპინძელი  ჩვენი უნივერსიტეტი ყოფილიყო. 22 გუნდს, სტუდენტებს, პროფესიონალ მედიატორებსა და მსაჯებს, 130-მდე სტუმარს, ვუმასპინძლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, აზია-აფრიკიდან. 

 

ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტისა და The International Academy of Dispute Resolution-ის (INADR) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „მშვიდობის ახალი განსაზღვრება: კონფლიქტების გადაჭრის თანამედროვე ხელოვნება და მეცნიერება“, 4 მარტს, გაიხსნა. აღნიშნულმა კონფერენციამ, მშვიდობის კონცეფციის სხვადასხვა პერსპექტივიდან შესწავლის მიზნით, გააერთიანა გამოცდილი პრაქტიკოსები და მეცნიერები სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან.

ღონისძიებაზე განხილული იყო მოლაპარაკებების, მედიაციისა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება შენარჩუნდეს ან აღდგეს მშვიდობა მხარეებს შორის თანამედროვე რთულ ლანდშაფტში.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:

მერი ლუ ბრაიანტ ფრენკი - ფსიქოლოგი, მედიაციის ტრენერი, სასამართლოს მიერ აღიარებული მედიატორი, კონსულტანტი;

ზაზა ბიბილაშვილი - საქართველოში წამყვანი იურიდიული ფირმის, BGI Legal-ის დამფუძნებელი;

ელენა კოლცაკი - ადვოკატ-მედიატორი, საბერძნეთის ამერიკული კოლეჯის აფილირებული პროფესორი;

დენის ფავარო - Favaro & Gorman-ის მმართველი პარტნიორი;

სოფო ტყემალაძე - არბიტრაჟისა და მედიაციის პრაქტიკოსი იურისტი;

სოფო ჩაჩავა - პროფესორი, New Vision University-ის სამართლის სკოლის დეკანი;

გრეგ ბონდი - “Bond & Bond Mediation & Coaching”-ის მედიატორი და ფასილიტატორი;

ჯონ ჯ. ლეგი - The International Academy of Dispute Resolution-ის დირექტორი;

ჯაბა გველებიანი - KPMG Law Georgia-ის დირექტორი;

ნატა სტურუა - საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო და ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, Mediation Clinic-ის თანადამფუძნებელი;

აგნიეშკა გურა - სერტიფიცირებული მედიატორი, მოლაპარაკებებისა და მედიაციის ლექტორი Mykolas Romeris University-ში;

იაცეკ ჩაია - The International Academy of Dispute Resolution-ის ვიცე პრეზიდენტი, ადვოკატი, მომლაპარაკებელი;

კატერინა მანეცკა - ადვოკატ-მედიატორი;

ლიდია ვატუტინა - ექსპერტი მედიაციაში, ლონდონის კოლეჯის მაგისტრი.

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი