ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


14 October 2026

ანტონ ვაჭარაძის ვიზიტი ნორთვესტერნის უნივერსიტეტში

 

2026 წლის 6–8 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევარი ანტონ ვაჭარაძე მივლინებით იმყოფებოდა ჩიკაგოში, ნორთვესტერნის უნივერსიტეტში (Northwestern University), სადაც როგორც მოწვეულმა მეცნიერმა, რუსეთის, ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების პროგრამის (Russian, Eurasian, and East European Studies Program - REEES) სტუდენტებისთვის ჩაატარა ორი ლექცია: „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ“ (The Establishment of Soviet Rule in Georgia Following the 1921 Occupation) და „საბჭოთა ისტორია კინოს მეშვეობით“ (Soviet History Through Film). ლექციები ეხებოდა საქართველოს საბჭოთა წარსულს, რეპრესიული სახელმწიფოს პირობებში ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და საბჭოთა ისტორიის გააზრებას კინოს მეშვეობით.

8 ოქტომბერს, უნივერსიტეტის გლობალური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში „სომხეთი და საქართველო - ომის პირობებში გარდაქმნის პროცესში მყოფი ქვეყნები“ (Armenia and Georgia - War-Time Nations in Transition). დისკუსია საქართველოსა და სომხეთის თანამედროვე მდგომარეობას ეხებოდა. შეხვედრის ორგანიზატორი და მოდერატორი იყო ნორთვესტერნის უნივერსიტეტის მოწვეული ელჩი, 2015–2018 წლებში აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა ანა ოჰანიანი, სტოუნჰილის კოლეჯის რიჩარდ ბ. ფინეგანის სახელობის გამორჩეული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.

ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამომავლო აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.

ლექციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://historicalstudies.northwestern.edu/events/co-sponsored-events.html






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი