საქართველოს უნივერსიტეტმა 2026 წლის ივნისში უმასპინძლა კოლუმბიის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის TrialWatch-ის პროექტის დირექტორს, თეჯალ ჯესრანის, და TrialWatch-ის იურიდიულ მკვლევარს, მარიან და სილვას.
ვიზიტი განხორციელდა TrialWatch-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტს შორის არსებული ექსკლუზიური თანამშრომლობის საფუძველზე.
ვიზიტის განმავლობაში თეჯალ ჯესრანიმ და მარიან და სილვამ სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ინტენსიური ტრენინგები ჩაატარეს. მონაწილეები გაეცნენ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკულ მეთოდებს.
ეს ექსკლუზიური თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიური ცოდნა ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკულ საქმიანობას დაუკავშირონ და გახდნენ საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რომელიც მართლმსაჯულების ხელშეწყობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას ემსახურება.
საქართველოს უნივერსიტეტი მადლობას უხდის თეჯალ ჯესრანისა და მარიან და სილვას საქართველოში ვიზიტისთვის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისა და სტუდენტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მომავალშიც გააგრძელებს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტთან პარტნიორობისა და TrialWatch-ის პროგრამის განვითარებას.