ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

გამოიცა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის, ირაკლი სამხარაძის ანგარიში „Georgia: TXT of the Constitution“

29 October 2026

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ევროპის კავშირის სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ირაკლი სამხარაძემ სამართლის საერთაშორისო ენციკლოპედიისთვის (International Encyclopaedia of Laws, კონსტიტუციური სამართლის სერია) მოამზადა ქვეყნის ანგარიში „Georgia: TXT of the Constitution“, რომელიც გამომცემლობა Wolters Kluwer-მა გამოსცა და ხელმისაწვდომია პლატფორმაზე Kluwer Law Online.

პუბლიკაცია მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის განახლებულ (2026 წლის) ინგლისურ თარგმანს და ავტორის შენიშვნას, რომელიც მიმოიხილავს ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებას 1921 წლის კონსტიტუციიდან 2017-2018 წლების რეფორმამდე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას.

როგორც საქართველოს დემოკრატიის გარანტი, კონსტიტუცია განამტკიცებს ხალხის სუვერენიტეტს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და სამართლის უზენაესობას. წამყვან საერთაშორისო სამართლებრივ გამოცემაში გამოქვეყნებული ეს სამართლებრივი ინგლისური ვერსია ღირებული რესურსია მკვლევრების, პრაქტიკოსი იურისტების, პოლიტიკის შემმუშავებლებისა და სტუდენტებისთვის, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ლოკალურად, ქართველი საზოგადოებისთვის. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი