ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსი
21 July 2022

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში 1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

·         კლიენტის მიერ დასმული პრობლემის მოკვლევა/დიაგნოსტიკა;

·         სამუშაო ფაილების/ინსტრუქციების მომზადება;

·         კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

·         კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა;

·         პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;

·         ტექნიკური დავალებების მომზადება;

·         სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

·         განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;

·         ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია მხარდაჭერის მიმართულებით);

·         სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

·         ფინანსური აღრიცხვის ცოდნა;

·         ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სასურველია);

·         MS Office-ის პროგრამების ცოდნა;

·         თანამედროვე ტექნოლოგიებთან/პროგრამულ უზრუნველყოფებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

·         სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022  წლის  27 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - 1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი