ვაკანსია
ვაკანსია: დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა"
მდებარეობა: თბილისი, ევგენი მიქელაძის 1ბ
სტრუქტურული ერთეული: იურიდიული სამსახური
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი (10:00–19:00 ან 09:00–18:00, 1 საათიანი შესვენებით)
ანაზღაურება: 500 ლარი (NET) + ბონუსი მომხმარებლის მიერ დაფარული დავალიანებიდან
შენიშვნა: ბონუსის საშუალო ოდენობა თვეში შეადგენს 400-500 ლარს (NET)
დაზღვეულ მომხმარებლებთან სატელეფონო კავშირი და მოლაპარაკებების წარმართვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვის ან გადახდის გადანაწილების მიზნით
სმს შეტყობინებების გაგზავნა ფინანსური დავალიანების შესახებ
შეთანხმების გაფორმების უზრუნველყოფა და გადახდების კონტროლი
დავალიანებების მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და დოკუმენტაციის მართვა
დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის იურისტისთვის გადაცემა
შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული ანგარიშის წარმოება
აუცილებელი:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
Microsoft Excel-ში მუშაობის ცოდნა
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სასურველი:
უმაღლესი განათლება იურიდიული ან ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით
სადაზღვევო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დეტალებზე ორიენტირებულობა
გუნდური მუშაობის უნარი
სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
დროის ეფექტურად მართვის უნარი
კონფიდენციალობის დაცვის უნარი
წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@nvi.ge
Subject ველში მიუთითეთ: დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურს. ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია, რათა წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ. ფოსტა: career@ug.edu.ge
ტელეფონი: +995 511 30 27 47
შენიშვნა: ვაკანსიის დეტალური აღწერისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერი - ნიუ ვიჟენ დაზღვევა