საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში ერთერთ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაში, აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურებების დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე (დასაქმების პერსპექტივით).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
კლიენტების ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
-
აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტის გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
-
აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
-
კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად პირველადი დოკუმენტების დამუშავება და შენახვა;
-
ინვენტარიზაციის პროცესის დაკვირვება და შერჩევითი გადათვლები;
-
აუდიტის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
-
პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
-
კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
-
საბაზისო განათლება ფინანსებში (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები);
-
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
-
საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
-
ანალიტიკური აზროვნება;
-
ეფექტური კომუნიკაციის და აზრის გასაგებად გადმოცემის უნარები;
-
გუნდურად მუშაობის უნარი;
-
სხარტი აზროვნების უნარი;
-
Პროაქტიურობა;
-
Შრომისმოყვარეობა;
-
პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა