ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

პრისელერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
25 January 2022

საქართველოს უნივერსიტეტის დამათავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებზე პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა;

·         კლიენტების საჭიროებების შესწავლა და მათი გადაწყვეტის გზების პოვნა პორტფელში არსებული ინსტრუმენტებით;

·         სადემონსტრაციო ბაზების ადაპტირება კლიენტთან პრეზენტაციისთვის და პრეზენტაციების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;

·         კომერციული წინადადების მომზადებასა და კლიენტისთვის წარდგენაში მონაწილეობა;

·         ხელშეკრულებების მომზადება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;

·         სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსულის ცოდნაც;

·         MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

·         ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·         მოლაპარაკების წარმოებს უნარი;

·         პრეზენტაციის ჩატარების უნარი;

·         ორგანიზებულობა;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

დამატებითი დეტალები:

·         ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

o   I ტესტირება

o   II გასაუბრება

·         ხანგრძლოვობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;

·         სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხლეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ან თქვენი ლინქდინის პროფილი 2022 წლის 30 იანვრის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - პრისელერი - ანაზღაურებადი სტაჟირება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge  ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი