ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

შესყიდვების სპეციალისტი
23 February 2022

საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·       პროდუქციის შესყიდვის პროცედურების, პროცესებისა და პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება;

·       კომპანიის სტრატეგიული, მარკეტინგული და გაყიდვების გეგმების გათვალისწინებით, შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტირება;

·       ახალ და არსებულ მომწოდებლებთან/ბრენდებთან კომუნიკაცია;

·       ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დროულად განხორციელება;

·       პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა კომპანიის საწყობამდე წინასწარ დადგენილ ვადებში;

·       კონტრაქტორებთან პერიოდული კომუნიკაცია, კონტრაქტების მართვისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით;

·       კონტრაქტორების მიერ შესრულებული მომსახურების (პროდუქცია/ტრანსპორტირება) მონიტორინგი, ვადებისა და ხარისხის კონტროლი;

·       შესყიდვისა და პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, იმპორტის საბაჟო დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტების, წარმოება და მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის;

·       შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ფასების პერიოდული ანალიზი;

·       შესყიდვების ანალიზი, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება;

·       საერთაშორისო მასშტაბით, სფეროში არსებული სიახლეებისა და ინოვაციური პრაქტიკების მეთვალყურეობა და დანერგვის უზრუნველყოფა;

·       საჭიროების შემთხვევაში, რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და ფინანსურ დეპარტამენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

·       შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

·       უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (განსაკუთრებით ინგლისური);

·       სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

·       საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MC Excel);

·       სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 6 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - შესყიდვების სპეციალისტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge  ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი