ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
ვაკანსია სასტუმრო ინდუსტრიაში – Talent and Culture მენეჯერი
„არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აცხადებს ვაკანსიას Talent and Culture მენეჯერის პოზიციაზე 156-ნომრიან Accor Group-ის სასტუმროში – ibis Tbilisi City.
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
სატრენინგო საჭიროებების კვლევა, მოდულების შემუშავება და ჩატარება
ტრენინგის ადმინისტრირება და ანგარიშგება
უკუკავშირის მიწოდება თანამშრომლებისთვის და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების გაცემა
პერსონალის ცოდნის შეფასება და შესაბამისი რეპორტინგი
კორპორატიული კულტურის და თანამშრომელთა ჩართულობის გაძლიერება
დოკუმენტაციის მართვა (შრომითი ხელშეკრულებები, შვებულებები, ბიულეტინები)
თანამშრომელთა ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა
საჭიროების შემთხვევაში შერჩევის პროცესში მონაწილეობა
აუდიტების განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონე); დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება
MS Office-ის ცოდნა
ეფექტური კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები
მაღალი პასუხისმგებლობა
განაცხადის წარსადგენად:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge
Subject ველში მიუთითეთ: „Talent and Culture მენეჯერი“
შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.
გისურვებთ წარმატებას!