ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

უმცროსი კორპორატიული სესხების ანალიტიკოსი - ანაზღაურებადი სტაჟირება
1 December 2022

საქართველოს უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ უმცროსი კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

·         განმცხადებლის ძირითადი საქმიანობის ადგილზე მონახულება;

·         მიღებული პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის ინტერპრეტირება და მათ საფუძველზე საბალანსო, მოგება-ზარალის და ნაღდი ფულის მოძრაობის უწყისების ფორმირება;

·         ფინანსური უწყისების ანალიზი, ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და მათი პრეზენტირება მოკლე და ნათლად აღქმადი ფორმატით;

·         მოძიებული ფინანსური თუ არა ფინანსური მონაცემების ანალიზი და მათ საფუძველზე სასესხო შეთავაზების სტრუქტურირება ბანკის საკრედიტო პოლიტიკისა და საკრედიტო ინსტრუქციის შესაბამისად;

·         მომზადებული საკრედიტო ფაილის პრეზენტირება საკრედიტო კომიტეტზე;

·         კორპორატიული სესხების ანალიტიკოსის თხოვნით სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება და სასარგებლო ინფორმაციად გარდაქმნა;

·         განყოფილების ხელმძღვანელობის თხოვნით სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის სექტორზე მონაცემების შეგროვება და მისი პრეზენტირება მოკლე და ნათლად აღქმადი ფორმატით.

ძირითადი მოთხოვნები:

·         სასურველია ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

·         მოტივირებული;

·         განვითარებაზე ორიენტირებული;

·         დეტალებზე ორიენტირებული;

·         გქონდეს ანალიტიკური აზროვნება;

·         კომუნიკაბელური.

დამატებითი ინფორმაცია:

·         სტაჟირება არის ანაზღაურებადი;

·         სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გრაფიკით;

·         ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022  წლის 6 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი კორპორატიული სესხების ანალიტიკოსი - ანაზღაურებადი სტაჟირება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი