დიდი ხნის ნანატრი - კინო სამსახიობო ხელოვნების სასერტიფიკატო კურსი - უკვე ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში!

კურსი გთავაზობთ:

  1. კინო მსახიობის ხელოვნების საფუძვლიანად შესწავლას;
  2. კავშირებს კასტინგის მენეჯერებთან და კინოში მოღვაწე სხვა პროფესიონალებთან;
  3. ვიდეო რგოლს, საკუთარი პორტფოლიოსთვის.

პროგრამა ინტეგრირებულია ჩვენს კინოსკოლასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს ეძლევა შანსი, კინოწარმოების კურსის სტუდენტების სტუდენტურ ფილმებში მოსახვედრად.  

კურსი აქცენტს აკეთებს სამსახიობო ხელოვნების ძირითად ელემენტებზე, დაწყებული სცენის შესწავლითა და მონოლოგით, დამთავრებული პრაქტიკული მუშაობით. კურსი მომავალ მსახიობს ამზადებს იმ ტექნიკური ასპექტებისთვის, რომლებიც მას გამოადგება  ფილმის გადასაღებ მოედანზე.

კურსის განმავლობაში სტუდენტებს ჩაუტარდებათ სპეციალური მასტერკლასებიც, სფეროში ცნობილი პროფესიონალებისგან.

ასაკი: 16+

რეგისტრაცია შესაძლებელია 16 მაისის ჩათვლით (ქვემოთ მოცემულ ლინკზე).  რეგისტრაციისთვის აუცილებელია სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი და მოკლე სამოტივაციო წერილი იმის თაობაზე, თუ რატომ გსურთ კინომსახიობის ხელოვნების კურსის გავლა.

სწავლა დაიწყება 20 მაისს.

სასწავლო განრიგი.

პირველ ნაკადს ქართულ-ამერიკული კინოაკადემია სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებას - 900 ლარი (1800-ის ნაცვლად), რაც ითვალისწინებს რეგისტრაციის ღირებულებასაც (200 ლარი).

სწავლის განაწილება შესაძლებელია 2 ნაწილად შემდეგი გრაფიკით:  

  1. რეგისტრაციამდე (16 მაისის ჩათვლით) – 450 ლარი  
  2.  10 ივნისის ჩათვლით - 450 ლარი

ან სრულად 900 ლარი.

გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ანგარიშზე: GE80BS0000000008736095  

მიმღების დასახელება: შპს "საქართველოს უნივერსიტეტი".  

დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "კინოაკადემია - კინო მსახიობი".

რეგისტრაცია  

ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ფეისბუქის ლინკი: https://www.facebook.com/GeorgianAmericanFilmAcademyUG

დეტალებზე დაგვიკავშირდით: 557 208 877

გისურვებთ წარმატებას!







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი