ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ქართულ ამერიკული კინოაკადემია

სასერტიფიკატო კურსები

სასერტიფიკატო კურსები

საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ქართულ ამერიკული კინო აკადემია გთავაზობთ კინოწარმოების 6 თვიან და 3 თვიან სასერტიფიკატო კურსებს. ამჯერად, მიღება ცხადდება 6 თვიან კურსზე, რომელიც ითვალისწინებს ფილმწარმოების სრული ციკლის გაცნობას, განვითარებიდან დისტრიბუციამდე. პროგრამაში ჩართული კინოწარმოების ყველა ძირითადი ასპექტის ძირეულად შესწავლა და პრაქტიკული მაგალითების ჩვენება. სწავლების მეთოდს საფუძვლად უდევს ისეთი ცნობილი ამერიკული კინოსკოლების მრავალწლიანი გამოცდილება როგორებიცაა ნიუ იორკის კინოაკადემია და ლოს ანჯელესის კინოსკოლა. რის გამოც ის  უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში არამედ რეგიონში.  კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსის ძლიერი მხარე არის ინტენსიურ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, 10 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების რეალურ პროექტებზე მუშაობას და პროფესიონალურ პორტფოლიოს შექმნას გულისხმობს. ამით, მომავალი პროფესიონალები კინოწარმოებისთვის საჭირო ყველა უნარს აითვისებენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმების და კარიერული წინსვლის ძირითადი წინაპირობა იქნება, არა მხოლოდ კინოს წარმოების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო სფეროებშიც. 

კურსის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს, მონაწილეობას მიიღებს თავისი თანაკურსელების პროექტებში გადამღები ჯგუფილს სხვადასხვა პოზიციაზე და რაც მთავარია, ის იქნება საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი.

სწავლა იწყება 2 დეკემბერს.  

ასერტიფიკატო კურსის დატვირთვა და ეტაპები:

  1. პირველი პერიოდი მიეძღვნება სცენარის შექმნასა და ფილმწარმოების სხვა ასპექტების (რეჟისურა, პროდიუსინგი, საოპერატორო ხელოვნება, მხატვრობა, მონტაჟი) თეორიულ ნაწილს.   
  2. შუა პერიოდი ეძღვნება სცენარების მიხედვით ფილმის გადაღების მომზადებას (ლოკაციების ძებნა, კასტინგი, დეკორაციები და სხვა ლოჯისტიკური საკითხები).  
  3. დასკვნითი პერიოდი ეთმობა ფილმის გადაღებას და მის პოსტ-პროდუქციას (მონტაჟი, ხმის დიზაინი, ფერის კორექცია და მუსიკა).

მიღების კრიტერიუმია Სამოტივაციო წერილი, რომელშიც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი, სადაც განმარტავს კურსთან დაკავშირებულ მის მოტივაციასა და მოლოდინებს.  

ეკომენდაციები:   

1.სასურველია გქონდეთ იდეა, რომლის სცენარად განვითარებას და ფილმად ქცევას აპირებთ კურსის დახმარებით.   

2. კურსი არის ინტენსიური, შესაბამისად, სხვა საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 6 თვიანი კურსის პირველი პერიოდის თეორიული ლექციები ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩართულობითაც. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია დაესწროთ ყველა ლექციას, ლექციების ონლაინ ჩანაწერებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის.  

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში  ფიზიკურად ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ცოდნისა და უნარების დახვეწის მიზნით.   

GAFA-ს აკადემიური პერსონალი შედგება დარგის ცნობილი პროფესიონალებისგან: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy-academic-pers

აკადემიის შესახებ: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy

ქართულ ამერიკული კინოაკადემია სასერტიფიკატო კურსის სტუდენტებს სთავაზობს მასტერკლასებს პირდაპირ ჰოლივუდიდან.

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 30 ნოემბრის ჩათვლით.

წავლის საფასური  

მოცემულ პერიოდში კინოაკადემიის სტუდენტებს  შეეხებათ 60%-იანი ფასდაკლება, და მათი მთლიანი სწავლის საფასური ქართულენოვან კინოწარმოების სასერტიფიკატო კურსზე შეადგენს 6000 ლარი (15000 ლარის ნაცვლად), რაც ითვალისწინებს რეგისტრაციის ღირებულებასაც (600 ლარი).  

სწავლის საფასურის განაწილება შესაძლებელია 2 ნაწილად შემდეგი გრაფიკით:  

  1. რეგისტრაციამდე (30 ნოემბრის ჩათვლით) - 3600 ლარი
  2. 21 დეკემბრის ჩათვლით - 2400 ლარი

გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ანგარიშზე: GE80BS0000000008736095  

მიმღების დასახელება: შპს "საქართველოს უნივერსიტეტი".  

დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "ქართულ-ამერიკული კინოაკადემია".

რეგისტრაცია   

სასწავლო განრიგი მალე გამოქვეყნდება.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი