კინოწარმოების 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

აღნიშნული კურსი შექმნილია ადამიანებისთვის რომელთაც ფილმის წარმოების გამოცდილება ან საერთოდ არ გააჩნიათ ან ამ სფეროსთან უკვე შეხება ჰქონიათ და თავიანთი ცოდნის გაღრმავება სურთ. ჩვენი დახმარებით თქვენ შეისწავლით ფილმის გადასაღებად საჭირო ყველა იმ ძირითად საგანს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გადაიღოთ საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ამით გზა გაიხსნათ სამომავლო შემოქმედებითი მწვერვალების დასაპყრობად. 

ქართულ ამერიკული კინო აკადემია გთავაზობთ კინოწარმოების 3 თვიან სასერტიფიკატო კურსს, რომელიც ითვალისწინებს ფილმწარმოების სრული ციკლის გაცნობას - განვითარებიდან დისტრიბუციამდე.

კურსის ძლიერი მხარე არის ინტენსიურ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რაც პროგრამის მიმდინარეობის პროცესში თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, 5 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების, რეალურ პროექტებზე მუშაობას და სტუდენტის პორტფოლიოს შექმნას გულისხმობს. ამით, მომავალი პროფესიონალები კინოწარმოებისთვის საჭირო ყვეალა უნარს აითვისებენ, რაც სამომავლოდ მათი კარიერული წინსვლის ძირითადი წინაპირობა იქნება, არა მხოლოდ კინოს წარმოების სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, არამედ სარეკლამო და სატელევიზიო სფეროებშიც.

კურსის წარმატებით დასრულებისთვის სტუდენტი მიიღებს სერთიფიკატს და რაც მთავარია, ის იქნება საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი. სტუდენტები მდიდარ გამოცდილებას მიიღებენ ერთმანეთის ფილმების გადაღების პროცესშიც.

რას ისწავლით? (დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ შეხვიდეთ საგნის აღწერილობაში)

მიზანი და დაბრკოლებები

ყოველი კარგი ამბავი გმირის მოტივაციისა და მისი მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილი დაბრკოლებებიდან იბადება. ისწავლეთ, როგორ ააწყოთ ამ ორი ასპექტის ურთიერთქმედება, რათა თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი იყოს შთამბეჭდავი.

იდეა

როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, არის თუ არა თქვენი იდეა საკმარისად კარგი სცენარად გადაქცევისათვის? ქართულ-ამერიკულ კინოაკადემიაში, გარდა ამ უნარისა, ისწავლით იმ ნაბიჯებს, რომლის აუცილებელია სცენარისტისთვის, რომ განსაზღვროს, სად იმუშავებს მისი სცენარი საუკეთესოდ, ტელევიზიაში თუ კინოში.

პერსონაჟის განვითარება

არ არის აუცილებელი, რომ შენი პერსონაჟები გგავდნენ შენ.

ჩვენ განგიმარტავთ, თუ როგორ მივუდგეთ და რა დამოკიდებულება ვიქონიოთ  პერსონაჟების მიმართ, მაშინაც კი, თუ არ ვეთანხმებით მათ.  ლექტორი პრაქტიკული მაგალითებით გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც მან თავისი ყველაზე დაუვიწყარი პერსონაჟების შექმნის პროცესში მიიღო.

კვლევა

კარგი კვლევა კარგი სცენარის გასაღებია, ხოლო ცუდი - დროის კარგვაა. როგორ  განასხვავოთ? ლექტორი გასწავლით, თუ როგორ მოიძიოთ, შეაგროვოთდა გაანალიზოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

კვლევის გამოყენება

თქვენი კვლევა მზად არის - ახლა რა? მოერიდეთ უხერხულ ექსპოზიციას და ისწავლეთ, თუ  როგორ ჩააქსოვოთ კვლევა თქვენს სცენარში.

აუდიტორია

მაყურებელი არა მხოლოდ უყურებს ფილმს, არამედ მონაწილეობს მასში.  ისწავლეთ, როგორ დაწეროთ ისტორიები, რომლებიც მათ ჩართულობას და გართობას უზრუნველყოფს.

ამბის თხრობის წესები

დრამატურგიის წესები ახალი არ არის. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ ჩამოაყალიბა მათი უმეტესობა 2000 წელზე მეტი ხნის წინ არისტოტელემ თავის პოეტიკაში და როგორ გამოიყენოთ ეს გაკვეთილები პრაქტიკაში,  თქვენი საკუთარი ისტორიების იდეებისთვის.

ფილმის სცენარის ორგანიზაციული მხარეები

გვერდის ნომრები არ ჟღერს საინტერესოდ, მაგრამ ისინი შესანიშნავი ინსტრუმენტია თქვენი ისტორიის აქტის სტრუქტურისა და ტემპის მონიტორინგისთვის.

სცენების წერა

თქვენს სცენარს მხოლოდ ერთი გახსნითი სცენა აქვს. რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მაყურებლის ყურადღების მიპყრობა. გამოაჩინეთ მასში თქვენი პერსონაჟების მოტივაცია  და წინააღმდეგობები რითაც  გახდით პირველ სცენას დაუვიწყარს  .

საინტერესო დიალოგი

თქვენ ისწავლით, თუ როგორ უნდა შექმნათ მუსიკა თქვენი სიტყვებით და გამოსცადოთ ისინი საკუთარი სცენების ხმამაღლა შესრულებით.

გადაწერა: პირველი დრაფტი და შენიშვნები

თუ თქვენს სცენარს გადაწერა სჭირდება ეს არ არის ცუდის ნიშანი.ეს კარგი მწერლის ნიშანია. გაიგეთ, როგორ ამუშაოთ და გააძლიეროთ თქვენი სცენარი გადაწერის პროცესში, სანდო მრჩევლების დახმარებით.

პიჩინგი
თქვენ გაქვთ სცენარი - ახლა დადგა პიჩინგის დრო. გაიგეთ, რა კითხვებს სვამენ გადაწყვეტილების მიმღებები და  როგორ უპასუხოთ მათ ეფექტურად.

ლექცია მოიცავს შემდეგ მიდგომებს:

  1. ჯგუფური სამუშაოები
  2. პრაქტიკული მაგალითები

ამბის შერჩევა

გვჯერა, რომ ყველას შეუძლია გახდეს ფილმის რეჟისორი. მთავარია მოგწონდეთ სცენარში მონათხრობი ამბავი, გაიგოთ იგი და  გააძლიეროთ თქვენი სარეჟისორო ხედვით. ისწავლეთ  ახალი ამბების პოვნისა და თხრობის ტექნიკა, ისე, რომ გავლენა მოახდინოთ აუდიტორიაზე.

სცენარის დახვეწა

სცენარი უნდა მუშაობდეს შემოქმედებით და ინტელექტუალურ დონეზე. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ სცენარი გადაღებისათვის.

კინო პროექტის განვითარება

განვითარების პროცესში, გამოცდის ქვეშ დგება  თქვენი, როგორც რეჟისორის არჩევანი და ხედვა. შეიტყვეთ, თუ როგორ იპოვოთ თქვენთვის საუკეთესო  კოლაბორატორები, იმისათვის რომ თქვენი წარმოება კარგად წარიმართოს.

კოლაბორაცია/თანამშრომლობა

ისწავლეთ,  ფილმზე მუშაობის პროცესში კოლაბორატორებთან თანამშრომლობა.  რეჟისორებს უნდა ჰქონდეთ თავდაჯერებულობა, შეძლონ მოუსმინონ ყველას, მაგრამ პირველ რიგში - საკუთარ თავს და გადაწყვეტილებები თავად მიიღონ.

ოპერატორთან მუშაობა

ისწავლეთ,  როგორ უნდა იპოვოთ სწორი კოლაბორატორი-ოპერატორი, დაეყრდნოთ მას და ითანამშრომლოთ მასთან და განსაზღვროთ თქვენი ფილმის ვიზუალური ტონი.  შეიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება თქვენს ფილმს განათებამ, ლინზებმა და სტილისტურმა არჩევანმა ვიზუალური ძალა შესძინოს.

კინოს მხატვარი

თქვენ გაიგებთ, თუ როგორ იპოვოთ თქვენთვის  სწორი მხატვარი და იმუშაოთ, რათა  შთააგონოთ მას შექმნას დეკორაციები, რომლებიც პროექტის შესაფერისი ფერთა გამის გამოყენებით დაგეხმარებათ თქვენი ისტორიის გადმოცემაში.

ქასთინგი

ეცადეთ, გაიხედოთ მსახიობის ხელშესახები უნარების მიღმა. ისწავლეთ როგორ ენდოთ თქვენს გულს და ამოიცნოთ არამატერიალური თვისებები, რომლებსაც შემსრულებელი მოუტანს როლს. 

მსახიობებთან მუშაობა

ისწავლეთ მსახიობებთან თანამშრომლობა.  თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ მათთან სამუშაოდ და როდის უნდა ენდოთ მათ საჭირო შესრულებისთვის.

მონტაჟი

მონტაჟის პროცესი არის დრო, როდესაც თქვენ ახორციელებთ ამ ამბის საბოლოო გადაწერას. ისწავლეთ როგორ იპოვოთ სწორი რედაქტორი და ერთად განავითარეთ თქვენი ფილმის მონტაჟის სტილი.

ხმის დიზაინი

ხმის დიზაინი მუშაობს ქვეცნობიერის დონეზე. ზოგჯერ ხმის გაქრობა შეიძლება ისეთივე ძლიერი ეფექტი ჰქონდეს, როგორც მის დამატებას.

მუსიკა

თქვენ გაიგებთ, თუ როგორ არგებენ მუსიკას ნიჭიერი კომპოზიტორები მსახიობის ნათამაშებ სცენებს და სვამენ სწორ აქცენტებს, და ამით ამძაფრებენ ამბის აღქმას.  

ლექცია მოიცავს შემდეგ პრაქტიკას:

ერთი სცენის სხვადასხვანაირად წარმოჩენა

პრაქტიკული მაგალითების ჩვენება.

თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი ბიუჯეტი თქვენ ნებისმიერი სცენარის ფილმად ქცევა შეგიძლიათ.ჩვენთან თქვენ ისწავლით კინო პროექტის მხატვრული და კომერციული ღირებულების  შეფასებას და მისი საწარმო ხარჯების დათვლას. პროდიუსერი არის კულისებს მიღმა მდგარი პროექტის მთავარი მამოძრავაებლი ძალა რომელიც აკონტროლებს პროექტს, ქმნის გუნდს, აგროვებს ფინანსებს, აკონტროლებს ბიუჯეტს, აორგანიზებს წარმოებას და პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაში.

ბიუჯეტის შექმნა

სცენარში აღწერილი ლოკაციები, მოქმედებები, კოსტიუმები, სამსახიობო გუნდი და სხვა დეტალები განსაზღვრავენ ფილმის ბიუჯეტს. ჩვენთან თქვენ გაიგებთ თუ როგორ შექმნათ ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით გონივრული ბიუჯეტი.

თანხების მოძიება (ფანდრაიზინგი)

ჩვენთან თქვენ გაიგებთ თუ რა მეთოდებს იყენებენ გამოცდილი პროდიუსერები ფილმის გადაღებისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად.

საწარმო პროცესი

თქვენ ისწავლით თუ როგორ მოამზადოთ და დაგეგმოთ ფილმის სამივე პერიოდი ( მოსამზადებელი, გადაღების და პროსპროდუქციის)

გადამღები ჯგუფის კომპლექტაცია

კინო პროექტის ზომებისდან გამომდინარე გადამღები ჯგუფის წევრების რაოდენობა შეიძლება მერყეობდეს ათიდან რამოდენიმე ასეულამდე, ჩვენთან თქვენ ისწავლით თუ როგორ დააკომლექტოთ გადამღები ჯგუფი, მასში შემავალი დეპარტამენტები და როგორ მართოთ ისინი.

მარკეტინგი

ფილმი ისე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი საჭიროებს მომხმარებლამდე მიტანას და რეალიზებას . თქვენ შეიტყობთ თუ რა არხები და საშუალებები არსებობს იმისათვის რომ თქვენი ფილმი მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ნახოს (ფესტივალები, ტელევიზია, კინო-თეატრები და სტრინიგ-პლატფორმები ).

რეკვიზიტები

რეკვიზიტი არ უნდა იყოს შემთხვევითი და არც სტერეოტიპული. თქვენ  ისწავლით თუ როგორ ეხმარება ის  პერსონაჟის გახსნას და ეპოქის აღწერას სხვადასხვა სტილის საშუალებით.

კოსტუმები

თქვენ ისწავლით თუ როგორ  განსაზღვრავს კოსტუმი ეპოქას, ხაზს უსვამს პერსონაჟის ხასიათს და პლასტიკას,აყალიბებს ფერთა გამას .

დეკორაცია, ლოკაციები,დეკორირება

ხშირად ლოკაცია კარნახობს სცენის გადაწყვეტას და მიზანსცენის აწყობას.  თქვენ ისწავლით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეკორირება:დაძველება და დაფაქტურება.

სამი რეკომენდირებული ფილმი და მათი განხილვა

ვირჩევთ სხვადასხვა სტილის ფილმებს: ექსპრესიონიზმი, ნეორეალიზმი,სიურეალიზმი, და განვიხილავთ ამავე მიმდინარეობის  მხატვრებს.

კინოს მხატვრობა და ფინანსური დანაზოგი

საჭიროა მხატვარმა გაიაზროს კინოპროექტის ფინანსური შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში,  მცირე თანხებით შეძლოს სასურველი შედგის მიღება, ერკვეოდეს სამშენელო მასალებში, რათა მარტივი და იაფი მასალით მიაღწიოს ჩანაფიქრს. განსაზღვროს დეკორაციის პარამეტრები ისე რომ გამოირიცხოს ზედმეტი გამოუყენებელი სივრცეები.  

პრაქტიკული დავალებები

ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოაგროვოთ საჭირო მასალა და წარმოადგინოთ რეფერენსები, რათა განსაზღვროთ ფილმის სტილი და ესთეტიკა.

სპეციალური ეფექტები

თქვენ ისწავლით, თუ როგორ გამოიყენება ქარი, თოვლი, წვიმა, ბოლი, ნისლი და სხვა ეფექტები, ფილმის განწყობის შესაქმნელად.

კადრირება

თქვენ გაიგებთ, თუ რატომ არის კადრირება აუცილებელი კომპონენტი მოსამზადებელ პერიოდში, რათა დავინახოთ კადრების თანამიმდვრობა და სასურველი სიმსხვილე.  

გრიმი

გრიმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მსახიობის გარდასახვაში. თქვენ ისწავლით, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა გრიმიორის ხელოვნება პერსონაჟების სტილისა და პერიოდის წარმოსაჩენად.

კინო ოპერატორის პროფესიის საფუძვლები

კინო აკადემიაში არსებული აპარატურით  თქვენ შეისწავლით პრაქტიკული მეთოდებით, კინო კამერისა და ოპტიკის თავისებურებებს, გააკეთებთ პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

განათება 

განათება ერთ- ერთ მძლავრი ინსტრუმენტია განწყობის შესაქმნელად . თქვენ შეიტყობთ რა სხვაობაა და როგორ გამოიყენება ცივი და თბილი განათება კონკრეტულ სცენებში.

კინო გადაღების ტექნიკა

ექსპოზიცია, კომპოზიცია და კადრის ჩარჩო ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური ამბის თხრობისას.  ჩვენთან თქვენ გექნებათ საშუალება პრაქტიკული სავრჯიშოებით გამოსცადოთ საკუთარი უნარები კინო ოპერატორის ხელოვნებაში.

კინო დაგაღების დინამიკა

თანამედროვე კინო გადაღბაში კამერის გადაადგილების მრავალი საშუალება არსებობს: კრანი, დრონი, სტედიკამი, დოლი, თუ სხვა.

ოპერატორისა და რეჟისორის გადაწყეტილება თუ როგორ ამოძრაონ კამერა მნიშველოვნად განაპირობებს ფილის ტემპორითმსა და დინამიკას.

შესავალი

აქ თქვენ შეიტყობთ თუ რა ნაწილებისგან შედგება ხმის დიზაინი და რა თავისებურებები და განსხვავებები აქვს ხელოვნების სხვა დარგებთან.

ხმის ნაწილები

ჩვენი ლექტორისგან თქვენ დეტალურად შეიტყობთ ხმის აუდიო პოსტ პროდუქციის ნაწილების შესახებ.

სეტზე ხმის ჩაწერა

მიუხედავად იმისა, რომ ხმის დიდი ნაწილი პოსტ პროდუქციის დროს კეთდება უმნშვენლოვანესია ხმის ადგილზე (სეტზე) ჩაწერა. თქვენ შეიტყობთ ადგილზე ხმის ჩაწერის სხვადასხვა ტექნოლოგიებს.

ხმის ინჟინერია

თქვენ ისწავლით თუ რა არის ბგერა, სიხშირე , ამპლიტუდა, ანალოგური და ციფრული ხმა. ასევე შეისწავლით, თუ რა პროგრამული უზრუნველყოფა არსებობს ხმის დიზაინისთვის.

ხმის ეფექტების დიზაინი

ვისაუბრებთ ხმის ეფექტების მოპოვების და სწორად გამოყენების მეთოდებზე და პრაქტიკულ მაგალითებზე. ვისაუბრებთ სტილისტიკებზე და კრეატიულ გადაწყვეტილებებზე, ასევე ვნახავთ სწორ და არასწორ გამოყენებას ხმის ეფექტების ვიზუალურ მედიაში.

დიალოგის მონტაჟი

განვიხილავთ დიალოგის მონტაჟის სტილსა და თავისებურებებს. ვნახავთ რა ზეგავლენა აქვს ჩაწერილ ხმას და სუფთად აწყობილ ვიდეო მონტაჟს დიალოგის მონტაჟისას და ვისაუბრებთ როგორ შეუძლიათ რეჟისორებს სასიკეთოდ გამოიყენონ გამოიყენონ დიალოგის მონტაჟის პროცესი. ასევე ვნახავთ ფილმის და სერიალების მაგალითებს.

ფოლი

თქვენ ისწავლით თუ რა არის ხმაურების (ფოლი)  სპოტინგი, ჩაწერა და სინქრონიზება.

ბალანსი

ხმის პროსტ პროდუქციის ბოლოს მნიშვნელოვანია ხმის ნაწილების სწორი ბალანსის დაცვა. თქვენ შეიტყობთ მაყურებლზე მაქსიმალური ეფექტის მოსახდენად  რომელი ნაწილები უნდა გაძლიერდეს და პირიქით რომელი შესუსტდეს.

კინო მუსიკის თეორია

როგორც მომავალ ფილმწარმოებლებს უნდა გესმოდეთ თუ რა დიდი მნიშველობა აქვს მუსიკას კინოში. თქვენ შეიტყობთ კინოში მუსიკის მნიშვნელობას, გაეცნობით ხმის კომპონენტებს, როგორებიცაა სინქრონი და ასინქრონი და  ისწავლით მუსიკის გამოყენების ფუნქციებს.

აკადემიური და გამოყენებითი მუსიკა

თქვენ გაეცნობით მუსიკას სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. გაიგებთ თუ რა არის ხმა კადრში და კადრს გარეთ, გაეცნობით კინო მუსიკის ნიმუშებს კონკრეტული კომპოზიტორების მაგალითზე, ასევე გაიგებთ რა სხვაობაა კომპილაციურ და ორიგინალურ მუსიკას შორის.

მონტაჟის ინსტრუმენტები

დავინჩის რეზოლვის ინსტრუმენტების გაცნობით სტუდენტი შეიტყობს, თუ რა ინსტრუმენტებით ხდება მასალის დამონტაჟება.

სამონტაჟო პროგრამა - soft

მნიშველოვანია გაეცნოთ სამონტაჟო პროგრამების ტექნიკურ შესაძლებლობებს. როგორებიცაა frame rate, „sequens”, რენდერი და ფორმატის შექმნა და  სამონტაჟო ეფექტები.

ჟანრი

ფილმის ჟანრს არა მხოლოდ მისი შინაარსი არამედ მისი მონტაჟის სტილი განაპირობებს, თქვენ გაეცნობით მონტაჟს ჟანრების მიხედვით: ექშენი, ტრაგედია, კომედია, რეკლამა, მუსიკალური კლიპი...

სასერტიფიკატო კურსის დატვირთვა და ეტაპები:

  1. პირველი პერიოდი მიეძღვნება სცენარის შექმნასა და ფილმწარმოების სხვა ასპექტების (რეჟისურა, პროდიუსინგი, საოპერატორო ხელოვნება, მხატვრობა, მონტაჟი) თეორიულ ნაწილს.   
  2. შუა პერიოდი ეძღვნება სცენარების მიხედვით ფილმის გადაღების მომზადებას (ლოკაციების ძებნა, კასტინგი, დეკორაციები და სხვა ლოჯისტიკური საკითხები).  
  3. დასკვნითი პერიოდი ეთმობა ფილმის გადაღებას და მის პოსტ-პროდუქციას (მონტაჟი, ხმის დიზაინი, ფერის კორექცია და მუსიკა).

მიღების კრიტერიუმია სამოტივაციო წერილი, რომელშიც აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი, სადაც განმარტავს კურსთან დაკავშირებულ მის მოტივაციასა და მოლოდინებს.  

რეკომენდაციები:   

1.სასურველია გქონდეთ იდეა, რომლის სცენარად განვითარებას და ფილმად ქცევას აპირებთ კურსის დახმარებით.   

2. კურსი არის ინტენსიური, შესაბამისად, სხვა საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 3 თვიანი კურსის პირველი პერიოდის თეორიული ლექციები ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ჩართულობითაც. მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესია დაესწროთ ყველა ლექციას, ლექციების ონლაინ ჩანაწერებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის.  

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში  ფიზიკურად ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ცოდნისა და უნარების დახვეწის მიზნით.   

GAFA-ს აკადემიური პერსონალი: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy-academic-pers

აკადემიის შესახებ: https://www.ug.edu.ge/ge/georgian-american-film-academy

კურსდამთავრებულების მოკლემეტრაჟიანი ფილმები: https://www.youtube.com/@georgianamericanfilmacademy

ქართულ ამერიკული კინოაკადემია სასერტიფიკატო კურსის სტუდენტებს სთავაზობს მასტერკლასებს პირდაპირ ჰოლივუდიდან.

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 16 მაისის  ჩათვლით (ქვემოთ მოცემულ ლინკზე).

სწავლა დაიწყება 20 მაისს.

სასწავლო განრიგი (გაითვალისწინეთ, რომ ლექციები ჩატარდება საღამოს საათებში)

 

მოცემულ პერიოდში კურსზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს კინოაკადემია უკეთებს სპეციალურ შეთავაზებას,  შესაბამისად მათი მთლიანი სწავლის საფასური ქართულენოვან კინოწარმოების 3 თვიან სასერტიფიკატო კურსზე შეადგენს 2940 ლარს (7500 ლარის ნაცვლად), რაც ითვალისწინებს რეგისტრაციის ღირებულებასაც (600 ლარი).

სწავლის განაწილება შესაძლებელია 3 ნაწილად შემდეგი გრაფიკით:  

  1. რეგისტრაციამდე (16 მაისის ჩათვლით) – 980 ლარი  
  2. 10 ივნისის ჩათვლით - 980 ლარი
  3. 10 ივლისის ჩათვლით - 980 ლარი

გადახდა შესაძლებელია ბაზისბანკში, ანგარიშზე: GE80BS0000000008736095  

მიმღების დასახელება: შპს "საქართველოს უნივერსიტეტი".  

დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ "ქართულ-ამერიკული კინოაკადემია".


რეგისტრაცია   

გისურვებთ წარმატებას!

(კურსი არ დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში სტუდენტების საკმარისი რაოდენობა არ დარეგისტრირდა. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ).

ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ფეისბუქის ლინკი: https://www.facebook.com/GeorgianAmericanFilmAcademyUG

ტელეფონი: 

+995 514 25 7979

2 55 22 22 

მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა (საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსი)







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი