1-2 აგვისტოს საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ტექნიკური მეცნიერების პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში საინჟინრო უნარების გამოსავლენად, UG სკოლაში საინჟინრო ჰაკათონი გაიმართა.
ჰაკათონში მონაწილეობა ცხრამეტმა გუნდმა მიიღო. მონაწილეებს, მიცემულ დავალებათა შორის უნდა შეესრულებინათ შემდეგი ამოცანები:
ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, ემუშავათ რეალურ საინჟინრო ამოცანებზე, გამოევლინათ ტექნიკურად ძლიერი პრობლემების გადაჭრის გზები და მიეღოთ გამოცდილება, რომელიც სცდება სტანდარტულ აკადემიურ პროგრამას.
ჟიურის წევრებმა გამარჯვებულთა რიგებში შეყვანილი გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს:
რის საფუძველზეც, შედეგების მიხედვით გამოვლინდენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.
II ადგილი / We are team batters And we are masters, Prime Mechanics
III ადგილი / The Nile, Aquastic, ARSENA
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს მხარდაჭერას მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიმართულების პოპულარიზაციისათვის, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნებაშიც გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტებით უნივერსიტეტი არამარტო ლოკალურ, არამედ ქვეყნის მასშტაბით მყოფი ყველა ახალგაზრდის ჩართულობის ხარისხსს თანაბრად ფარავს.