Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


6 December 2014
კონფერენცია "ცივი ომის დასასრული და საქართველოს როლი მის შემდგომ პროცესებში"

6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ბერლინის კედლის ნგრევის 25 წლისთავის აღსანიშნავი კონფერენცია თემაზე:"ცივი ომის დასასრული და საქართველოს როლი მის შემდგომ პროცესებში". 

კონფერენცია შეეხო იმ სფეროებს, რაზეც ინსტრუმენტური გავლენა იქონია ცივი ომის დასასრულმა. მიმოხილვის კონცენტრირება მოხდა საქართველოს მაგალითზე 25 წლიანი მოვლენების და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით. 

მომხსენებლების და სტუმრების რანგში კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნესის, საკანონმდებლო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, აკადემიური სფეროს წევრები და სხვა სტუმრები. 

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ და ჩართულიყვნენ დისკუსიაში კონფერენციის ფარგლებში აქტუალურ თემებზე. 

###

2014 წელს აღინიშნა ბერლინის კედლის ნგრევის, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის და პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის პროცესების დასაწყისის 25 წლისთავი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტი გახდა მამოძრავებელი ძალა მოვლენებისა, რომელმაც ფუნდამენტური ცვლილებები მოუტანა პოსტ-საბჭოთა რეგიონს და ზოგადად, საერთაშორისო უსაფრთხოებას. რკინის ფარდის ახდამ ბიძგი მისცა დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლას - ბრძოლას, რომელიც რიგი ქვეყნებისათვის ჯერაც არ დასრულებულა. 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia