Printing Media
უპირატესობები:
უპირატესობები საერთაშორისო ასპარეზზე:
შედარებით დაბალი ფასი, ხარისხთან მიმართებაში
UG-ის საგანმანათლებლო პროგრამებზე ფასი გაცილებით დაბალია საშუალო დასავლურ (განსაკუთრებით ამერიკულ) სტანდარტთან შედარებით, თუმცა განათლების დონე ფასთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია და აკმაყოფილებს საშუალო დასავლურ სტანდარტს (მაგ: UG ევროპის 5827 უნივერსიტეტს შორის 2179-ე ადგილზეა). ეს უპირატესობა განსაკუთრებით აშკარაა სამედიცინო განათლებასთან მიმართებაში.
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი
საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულშია და ამ მხრივ უსწრებს აშშ-სა და ყველა ევროპის ქვეყანას (უსაფრთხოების ინდექსი - 79.64; კრიმინალის ინდექსი- 20.35 - (5-ე ადგილი მსოფლიოში), ეს ქართული უნივერსიტეტების უმნიშვნელოვანესი კონკურენტული უპირატესობაა სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან მიმართებაში.
შედარებით იაფი სამომხმარებლო კალათა
საქართველოში ცხოვრება (ბინის ქირა, კვება, ტრანსპორტი და ა.შ.) დაბალია აღმოსავლეთ ევროპასთან და თურქეთთან შედარებითაც. სწავლის საფასურთან ერთად, საშუალო სტუდენტი წელიწადში $10,000-ს ხარჯავს, რაც ჯამში უფრო ნაკლებია ვიდრე საშუალო სწავლის საფასური, ვთქვათ, თურქულ უნივერსიტეტებში.
რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი
საქართველო რეგიონში (მახლობელი აღმოსავლეთი, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია, უკიდურესი აღმოსავლეთ ევროპა) ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნადაა მიჩნეული, მკვეთრად გამოკვეთილი დასავლური ორიენტაციით, მეტი პიროვნული თავისუფლებით, რასაც გარკვეული მაგნიტური ეფექტი აქვს რეგიონის სხვა ქვეყნების მკვიდრთათვის, სადაც პიროვნული თავისუფლება მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხითაა წამოდგენილი.
უპირატესობები ადგილობრივ ასპარეზზე:
სახელი „საქართველოს უნივერსიტეტი“
უნივერსიტეტის სახელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის პირდაპირ ასოცირდება ქვეყანასთან და ქვეცნობიერად ამ ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტად აღქმას განაპირობებს, რაც UG-სადმი ნდობის ხარისხს ზრდის.
უცხოენოვანი პროგრამების შედარებით ფართო არჩევანი
საქართველოს უნივერსიტეტს აქვს აკრედიტებული ინგლისურენოვანი პროგრამები ბევრი მიმართულებით. მაშინ, როცა ქართულ ბაზარზე ინგლისურენოვანი პროგრამები ძირითადად სამედიცინო მიმართულებით არის.
სამიზნე ქვეყნებში აკრედიტებული პროგრამები
საქართველოს უნივერსიტეტი აკრედიტებული უსდ-ა ირანში (სადაც ქართულ უნივერსიტეტებს შორის აკრედიტაცია მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო უსდ-ს გააჩნია), საიდანაც ამჟამად მოდის უცხოელ სტუდენტთა 50%; ასევე სამედიცინო პროგრამას გააჩნია ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (MCI) აკრედიტაცია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ENQA-ს და WFME წევრი.
ინგლისურენოვანი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი
უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ძირითადად ფლობს ინგლისურ ენას. საჯარო და უმეტეს კერძო უნივერსიტეტებთან შედარებით მაღალია იმ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ფარდობითი წილი, ვინც ფლობს ინგლისურ ენას (მათ შორის იმ დონეზე, რომ შეუძლია ინგლისურად ლექციის გაძღოლა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია).
მდებარეობა დედაქალაქის ცენტრში
საქართველოს უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისის ცენტრში, დედაქალაქის მერიიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მეტროსადგურთან ახლოს, საკვანძო საგზაო არტერიების მიმდებარედ. უნივერსიტეტის ადგილ-მდებარეობა ხელსაყრელია, როგორც ქალაქის ცენტრალურ ისე გარეუბნებში მცხოვრები ქართველი თუ უცხოელი სტუდენტებისთვის და მომუშავე პერსონალისთვის. ცენტრალური მდებარეობა გარკვეულ პრესტიჟულობასაც მატებს სასწავლებელს.
კარგად განვითარებული სასწავლო და დამხმარე ინფრასტრუქტურა
უნივერსიტეტს გააჩნია ადგილობრივი ბაზრის სტანდარტებთან მიმართებაში გამორჩეულად კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა. კეთილმოწყობილი სასწავლო კორპუსები, ლაბორატორიები, კომპიუტერული ტექნიკა, სპორტული ინფრასტრუქტურა, მდიდარი ბიბლიოთეკა.
თანამედროვე სასწავლო პროგრამები
სასწავლო კურიკულუმები შეესაბამება დასავლურ სტანდარტს, შესაბამისობაშია მიმდინარე ტრენდებთან. კურსები შედგენილია აღიარებული დასავლური სახელმძღვანელოების მიხედვით. სტუდენტებს აქვთ ძირითადი და დამატებითი პროფესიების და სპეციალობების ფართო არჩევანი.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა მცირე ჯგუფებში
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ძირითადად 25-30-კაციან ჯგუფებში, იშვიათად 50-კაციან ჯგუფებში.
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
UG-ის აკადემიური პერსონალი წარმოადგენს ქვეყნის აკადემიური ელიტას. აქ თავმოყრილია თანამედროვე, პროგრესული, მაღალკვალიფიციური, ეთიკურად განვითარებული, საკუთარ დარგში აღიარებული სამეცნიერო-აკადემიური კადრი.
ორგანიზაციული სტაბილურობა
UG-ს გააჩნია ძლიერი კორპორატიული კულტურა, და კორპორატიული ფასეულობები. ის წარმოადგენს საერთო სულისკვეთებით მომართულ დიდ გუნდს, სადაც ყველას გაცნობიერებული აქვს ორგანიზაციის როლი ქვეყნის წინაშე და თითოეული წევრი აცნობიერებს საკუთარ მნიშვნელოვან როლს ორგანიზაციაში. ყოველივე ეს უმთავრეს წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს თანამშრომლებისთვის, რაც განაპირობებს მათ შეკრულობას და ორგანიზაციას ახასიათებს ძალზე დაბალი სამსახურეობრივი გადინებით, როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ პერსონალში.
ახალგაზრდა, მოტივირებული, ერთგული, კვალიფიციური ადმინისტრაციული პერსონალი
UG-ის ადმინისტრაციას ძირითადად წარმოადგენს ან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ან ხალხი ვინც პრაქტიკულად დაფუძნების დღიდან აქაა დასაქმებული. ის ძირითადად შედგება ახალგაზრდა, მოტივირებული და ერთგული ადამიანებისგან. ამ ხალხს ახასიათებს ძლიერი ბმა ორგანიზაციისადმი (რაც არასამუშაო დროის ხშირად ერთად გატარებაშიც გამოიხატება). ვინაიდან უნივერსიტეტს სამუშაო გადინების დაბალი მაჩვენებელი აქვს, ადმინისტრაციული პერსონალის უმეტესობას დაგროვილი აქვს მუშაობის მნიშვნელოვანი სტაჟი. რადგან უნივერსიტეტში ძირითადად იმთავითვე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები საქმდებიან, ხოლო ხარისხზე და სამუშაოს უზადოდ შესრულებაზე ორიენტირებული კორპორატიული კულტურა მათ მუდმივად კვალიფიკაციური სრულყოფისკენ უბიძგებს, უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საკმაოდ მაღალკვალიფიციური ადმინისტრაციული რესურსი.
ხარისხზე ორიენტირებული სასწავლებლის რეპუტაცია
საქართველოს უნივერსიტეტი ახერხებს შეინარჩუნოს მაღალი თამასა სტუდენტების აკადემიური მოსწრების შეფასებისას, ისევე, როგორც სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვისას. მას გააჩნია ისეთი სასწავლებლის რეპუტაცია, სადაც სწავლა „რთულია“, შეფასებებს „ტყუილუბრალოდ არ არიგებენ“
აშშ-ის ორბიტაზე არსებობა
საქართველოს უნივერსიტეტი აღიქმება აშშ-ის ორბიტაზე არსებულ უნივერსიტეტად. ეს განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ UG, მართლაც, დასავლური ფასეულობების გამავრცელებელი ორგანიზაციაა, მისი აკადემიური პერსონალის უმეტესობა ფლობს ინგლისურს და განათლება ევროპასა და აშშ-ში აქვს მიღებული. ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს დაფუძნდა, როგორც ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, ხოლო 2011 წელს მიიღო მნიშვნელოვანი დაფინანსება ამერიკული ფინანსური ინსტიტუტიდან (OPIC). UG აშშ-ის კომერციული პალატის წევრია. ყოველივე ეს უნივერსიტეტს „დასავლურობის“, „პროგრესულობის“ შარმს სძენს.
კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი
UG-ს აქვს კურსდამთავრებულთა დასაქმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი (93%), რითაც ერთ-ერთი ლიდერი უსდ-ა ქვეყანაში.
ინფორმატიზაციის მაღალი დონე მენეჯმენტსა და სასწავლო პროცესში
UG-ში დანერგილია პროცესების მართვის ინფორმაციული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება როგორც სასწავლო პროცესის ადმინისტრირება, ისე სტუდენტების მომსახურება, საგამოცდო ნაშრომების შემოწმება და ა.შ.
აქტიური სტუდენტური ცხოვრება
უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტური ცხოვრებაა, რაც განპირობებულია მისი გამართული ინფრასტრუქტურით, სტუდენტთა რაოდენობითა და დაგეგმილი ღონისძიებების სიმრავლით. UG-აფინანსებს ამერიკული მოდელის მიხედვით ჩამოყალიბებული სტუდენტური კლუბების აქტიობებს. სტუდენტური კლუბები საერთო ინტერესების მქონე სტუდენტებს აერთიანებს, რამაც განაპირობა სპეციფიური კლუბების სიმრავლე, როგორიცაა: ექსტრემალური, სამთო-სათხილამურო, კინოსა და თეატრის, ლიტერატურული, სპორტული კლუბები და სხვა. კლუბში გაწევრიანება ან ახლის დაფუძნება ყველა სტუდენტს შეუძლია და ის სტუდენტის შემოქმედებით თვითგამოვლენასა და მაქსიმალურ ჩართულობაზეა გათვლილი. საქართველოს უნივერსიტეტი პირველი იყო ქვეყანაში, სადაც სტუდენტური ცხოვრების ხელშემწყობი ამგვარი მოდელი დაინერგა. UG-ში მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც წარმოდგენილია უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში.
აგრეთვე, სასწავლო პროცესის პარარელურად, სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათი ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გუნდური მუშაობის განვითარებას.
სისუსტეები:
სისუსტეები საერთაშორისო ასპარეზზე:
მსოფლიო ავტორიტეტულ საუნივერსიტეტო რეიტინგებში 1200-ეულის მიღმა ყოფნა, მათ შორის მოწინავე პოზიციებზე არ ყოფნა რეგიონული მასშტაბითაც
საქართველოს უნივერსიტეტი არ არის წარმოდგენილი არც QS-ის და არც THE-ის საუნივერსიტეტო რეიტინგებში (რადგან იქ მსოფლიოს საუკეთესო 1200+ უნივერსიტეტია წარმოდგენილი მხოლოდ). UG წარმოდგენილია Webomatrix-ის რეიტინგში, ჯამური ქულით მსოფლიოში 7903-ე ადგილზე, საქართველოს მასშტაბით - 7-ე ადგილზე: თსუ-ის (1423), ილიაუნის (1773), სტუ-ის (2088), სამედიცინო უნივერსიტეტის (4258), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (5384), და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის (5628) შემდეგ. აღსანშნავია, რომ UG-ს რეიტინგში წინ უსწრებს არა მხოლოდ წამყვანი 5 სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ 1 კერძო უსდ-ც. თუმცა, მეორეს მხრივ, ამავე რეიტინგში UG წინ უსწრებს თავის სხვა ისეთ ძირითად კონკურენტებს, როგორებიცაა: კავკასიის უნივერსიტეტი (10067), თვისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები (11026, 10222) და ა.შ.
დიპლომატიური წარმომადგენლობების სუსტად განვითარებული ქსელი
საქართველოს არ გააჩნია საკონსულოები რიგ ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართული უნივერსიტეტები სარგებლობენ კონკურენტული უპირატესობებით სხვა ასპექტებში. ხშირად, საქართველოს ვიზის მისაღებად, სტუდენტებს უწევთ ჯერ სხვა ისეთი ქვეყნის ვიზის მიღება და იქ გამგზავრება, სადაც საქართველოს აქვს მოქმედი საკონსულო. ეს უკიდურესად ართულებს ასეთი ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვას.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის არ ქონა
UG-ის მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია საერთო საცხოვრებელი. უნივერსიტეტის საკუთრებაშია ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ სადარბაზოში არსებული 20-ზე მეტი ბინა, სადაც შესაძლებელია 100-მდე სტუდენტის განთავსება. თუმცა, ამით არსებული და პოტენციური მოთოვნის მხოლოდ მცირე ნაწილის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
სისუსტეები ადგილობრივ ასპარეზზე:
სუსტი პოზიციონირება სამომხმარებლო სეგმენტზე
საქართველოს უნივერსიტეტს აქმდე უჭირს სათანადოდ მიიტნოს საკუთარი მესიჯი საზოგადოებამდე. შესაბამისად, უჭირს იმ სეგმენტზე პოზიციონირება რომლისთვისაც განსაზღვრულია მისი პროდუქტი. მაღალი სტანდარტის განათლება გათვლილია სწავლის მოსურნე, მოტივირებულ სტუდენტებზე, თუმცა, საერთო ნაკადში ასეთების წილი მცირეა. მეტიც, ის სეგმენტი, რომელზედაც გათვლილია UG-ის მომსახურება ძირითადად ირჩევს კონკურენტ უსდ-ებს. ACT-ის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით UG-ის სტუდენტები იყოფა ორ კატეგორიად: სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული ნაწილი (შედარებით მცირე ნაწილი, ვიზეც რეალურად გათვლილია UG-ის მომსახურეობა) და ნაკლებადმოტივირებული ნაწილი (შედარებით დიდი ნაწილი), რომელიც ნულოვანი ან მცირე კრედიტით ასრულებს სასწავლო წელს და UG-ის განიხილავს, როგორც დროებით თავშესაფარს, სანამ მობილობით გადავა სასურველ უნივერსიტეტში. ასეთი სტუდენტების დიდი ოდენობა თავის მხრივ, ნაკლებად მიმზიდველს ხდის UG-ის თავისი სეგმენტისთვის, რადგან მოტივირებული, სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტი ვეღარ გრძნობს თავს „თავისიანების“ გარემოში.
არსებულ მისამართზე ინფრასტრუქტურული განვითარების შეზღუდული შესაძლებლობა
UG-ის კორპუსები მოქცეულია სტუ-ის კორპუსებს შორის, არ აქვს დამოუკიდებელი გასასვლელი ცენტრალურ გზებზე. კორპუსებს შორის მოქცეულია უსახური „ბარაკული“ დასახლება, ხოლო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული დარჩენილი 1 ჰა-მდე მიწის ქვეშ დაახლ. 15-დან - 40 მეტრის სიღრმეში მოწყობილია სტუ-ის მაღარო-ლაბორატორიები. მათი დაზიანების მომიზეზებით (თუმცა უსაფუძვლოდ) სტუ გავლენას ახდენს ქ. თბილისის მერიაზე, რომელიც UG-ზე არ გასცემს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საჭირო ნებართვებს.
შესაძლებლობები:
დისტანციური სწავლების დანერგვა
საერთო სასწავლო პროგრამების განვითარება უცხოურ უსდ-ებთან
გაცვლითი პროგრამების გამრავალფეროვნება
ახალი რეგიონების ათვისება, საერთაშორისო სტუდენტების რიცხვის ზრდა
საზღვარგარეთ ფილიალების დაფუძნება
სამეწარმეო და არასამეწარმეო ორგანიზაციებთან ალიანსების ჩამოყალიბება
მარკეტინგული და პიარ აქტივობების მეშვეობით ცნობადობის გაზრდა
ინფრასტრუქტურის განვითარება
შემოსავლების დივერსიფიცირება: სტარტაპ პროექტებში მონაწილეობა
ცნობადობისა და რეპუტაციის ამაღლება
საფრთხეები:
საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის შესახებ უარყოფითი განწყობის დამკვიდრება ცალკეული ქართული უნივერსიტეტების მიერ დაბალი ხარისხის მომსახურების მიწოდების გამო
სახელმწიფოს მხრიდან უცხოელ სტუდენტებთან მიმართებაში შემზღუდავი რეგულაციების, ქვოტების და სხვ. შემუშავება
სახელმწიფოს მხრიდან საჯარო უნივერსიტეტებისადმი მხარდაჭერის/დახმარების გაზრდა და არათანაბარი კონკურენციის კიდევ უფრო გაღრმავება
სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული უარყოფითი PR-კამპანია
ეკონომიკური და პოლიტიკური ფლუქტუაციები
პოლიტიკური ფაქტორები:
საერთაშორისო სტუდნტების მისაღებად მთავრობაში მზადყოფნისა და შეთანხმებული ნების არ არსებობა
განათლების სამინისტროს მხრიდან განცხადებული სურვილის, ძალისხმევისა და მხარდაჭერის მიუხედავად, ჯერაც უკიდურესად რთულია საერთაშორისო სტუდენტების მიღება, რადგან არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან სათანადო ნება იმისთვის, რომ მოხდეს სხვადასხვა სამინისტროების და სააგენტოების შეთანხმება და მათი კოორდინირებული მუშაობით საერთაშორისო სტუდენეტის მიღების პროცედურის გაწერა. ხშირად განათლების სამინისტროს მიერ ჩარიცხულ საერთაშორისო სტუდენტებს, გაურკვეველი მიზეზით ვერ აძლევენ ვიზას ჩვენ საკონსულოებში, ან ვიზიან სტუდენტებს უკან აბრუნებენ მესაზღვრეები, ან საზღვრის გადალახვის შემდეგ მათ უკან აბრუნებს მიგრაციის სამსახური. რამდენიმე კურსის დახურვის შემდეგ სტუდენტს ვიზის/ბინადობის ნებართვის გაგრძელებაზე უარს ეუბნება იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. ყოველივე ეს ლახავს საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო დესტინაციის საერთაშორისო იმიჯს.
მოქმედი მთავრობის სოციალისტური პოლიტიკა, მიმართული უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საჯარო სექტორის მხარდაჭერასა და მის მიერ კერძო სექტორის ჩანაცვლებაზე
ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა უმაღლესი განათლების სისტემის სოციალისტურ მოდელს ანიჭებს უპირატესობას, სადაც უმაღლესი განათლების ძირითადი მიმწოდებლები არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები. მათი მხრიდან ხშირად გამოითქმის უკმაყოფილება კერძო უნივერსიტეტების „დიდი რაოდენობის“ შესახებ და შიგადაშიგ ადგილი აქვს მინიშნებებს მათი ნაწილის დახურვის მიზანშეწონილობაზე. რეფორმები დაფინანსების სქემაში, ორიენტირებულია არა სტუდენტის ინტერესებზე, არამედ მორგებულია კონკრეტული საჯარო უნივერსიტეტების ინტერესებს, რითაც სტუდენტებთან ერთად ზარალობენ კერძო უსდ-ებიც.
ეკონომიკური ფაქტორები:
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა აშშ-ის დოლარის მიმართ
ეროვნული ვალუტა არასტაბილურია და ხელისუფლებაში არსებული ეკონომიკური განვითარების ხედვის პირობებში, სავარაუდოდ არასტაბილურობა შენარჩუნდება. UG ემსახურება აშშ-ის დოლარში არსებულ გრძელვადიან OPIC-ის კრედიტს, რაც მნიშვნელოვნად ძვირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებში. გარდა ამისა ინფრასტრუქტურული განვითარებაც ძვირდება, რადგან ამისთვის საჭირო მასალები (საშენი მასალები, კომპიუტერული და სხვა ტექნიკა) ძირითადად იმპორტირებულია.
დაბალგანვითარებული ადგილობრივი ფინანსური სექტორი
უნივერსიტეტი შეძლებდა უფრო სწრაფად განვითარებას, რომ არსებობდეს ადგილობრივი ძლიერად განვითარებული ფინანსური სექტორი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კაპიტალის მოზიდვა. არ არის განვითარებული პირველადი კაპიტალის ბაზარიც. ამჟამად ერთადერთ ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში წარმოადგენს კომერციული ბანკი, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვა ფინანსური ინსტიტუტების ფუნქციებსაც. ადგილობრივი საბანკო სისტემა არ არის მზად განახორციელოს გრძელვადიანი მსხვილი (რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ექვივალენტი) დაბალპროცენტიანი დაფინანსება. ამიტომ, რთულია ადგილობრივ ბაზარზე საინვესტიციო პროექტებისთვის სათანადო ფინანსების მოძიება.
სოციალური ფაქტორები:
დემოგრაფიული პრობლემა
მომდევნო 7 წელი დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე არახელსაყრელია, რადგან 2018-2025 წლებში სტუდენტობას მიაღწევს 2000-2007 წლებში დაბადებულთა თაობები, როცა შობადობა საქართველოში ყველაზე დაბალი იყო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. (1990 წლიდან 1999 წლამდე შობადობა თანმიმდევრულად შემცირდა 92815 ახალშობილიდან - 48700-მდე. 2000 – 2007 წლები წარმოადგენს ფსკერს: 2000წ. - 48,800; 2001წ. - 47,589; 2002წ. - 46,605; 2003წ. - 46,192; 2004წ. – 49,572; 2005წ. – 46,512; 2006წ. – 47,795; 2007წ. – 49287; ხოლო 2008 წლიდან შობადობა თანმიმდევრულად კვლავ იზრდება და 2014 წლისთვის 60,000-ს აღწევს.)
ტექნოლოგიური ფაქტორები
დისტანციური სწავლება
მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე ვითარდება დისტანციური სწავლების ტექნოლოგიები. წამყვანმა უნივერსიტეტებმა რიგი კურსები უფასოდ ხელმისაწვდომი გახადეს ონლაინ სტუდენტებისთვის. მნიშვნელოვანია UG-მ დროულად აუღოს ალღო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს
ბლოკჩეინ ტექნოლოგიები
ბლოკჩეინ ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი გარღვევაა მონაცემთა ბაზების დამუშავების, სმარტ-კონტრაქტების გაფორმების და ა.შ. მიმართულებით. მნიშვნელოვანია უნივერსიტეტმა დროულად ისარგებლოს იმ უპირატესობებით, რასაც ეს ტექნოლოგია გვთავაზობს.
რეგულატორული ფაქტორები
ბუნდოვანი სააკრედიტაციო/საავტორიაციო სტანდარტები
არაცალსახად განსაზღვრული საავტორიზაციო და სააკრედიტაციო მოთხოვნები ტენდენციური მიდგომების შესაძლებლობას აჩენს და აადვილებს პოლიტიკური, კონკურენტული თუ სხვა ნიშნით ხელის შეშლის/ანგარიშსწორების შესაძლებლობებს
რეგულაციები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით
ამჟამინდენი რეგულაციები არ იძლევა დისტანციური სწავლების განხორციელების შესაძლებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც უსდ-ების განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხეველი ფაქტორია, რადგან საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტები ინტენსიურად ახდენენ სასწავლო კომპონენტების დისტანციურ პლატფორმაზე ტრანსფორმაციას.
უნივერსიტეტი ახორციელებს საბაზრო კონიუნქტურის: მოთხოვნისა და კონკურენტების, მათი შეთავაზებების, UG-სთან მიმართებაში კონკურენტული უპირატესობებისა და სუსტი მხარეების შესწავლას, რასაც ეფუძნება ყოველწლიურად უსდ-ის საფასო პოლიტიკა, სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტთა კონტიგენტის დაგეგმვის სტრატეგიები.
უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზარზე კუნკურენტთა ანალიზის ფარგლებში ხდება სხვა სასწავლო დაწესებულებების განვითარების შეფასება. მიმდინარე პროცესი ზუსტად აღწერს წარმოქმნილ საბაზრო ცვლილებებს, პირდაპირი და არაპირდაპირი კონკურტენტების განვითარების დონეს, მარკეტინგისა და საგანმანათლებლო სერვისების ზრდას, რომელსიც გავლენას ახდენს უნივერსიტეტის ტაქტიკური გეგმის შემუშავებაზე.
პირდაპირი კონკურენტები:
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები
კავკასიის უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
არაპირდაპირი კონკურენტები:
საქართველოს ეროვნული უნივერსიეტეტი (სეუ)
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
თბილისის ღია უნივერსიტეტი
ცალკეულ მიმართულებებში პირდაპირი კონკურენტები:
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
ტვილდიანის უნივერსიტეტი
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მატერიალური რესურსი
არამატერიალური რესურსი
უნივერსიტეტის უმთავრეს არამატერიალურ რესურსს წარმოადგენს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურის აკრედიტებული სასწავლო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება ქართულ ან ინგლისურ ენებზე. სასწავლო პროგრამები უზრუნველყოფენ აკადემიური მიზნების მიღწევას. ამჟამად UG-ში მოქმედებს 28 საბაკალავრო, 21 სამაგისტრო, 9 სადოქტორო და 2 ერთსაფეხურიანი პროგრამა. მათ შორის 11 ინგლისურენოვანი პროგრამა. UG ასევე არის Oracle-აკადემიის და Cisco-ს აკადემიის მფლობელი. მოქმედი აკადემიური პროგრამებია: საბაკალავრო პროგრამები:შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
მიზნის მიღწევის სტრატეგია:
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე ადმინისტრირებას. ამ მიმართულებით ფუნქციონირებს სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასწავლო პროცესი მკაცრად მისდევდეს ყოველწლიურად დადგენილ აკადემიურ კალენდარს, არ მოხდეს ლექციის ჩავარდნა, გაცდენის შემთხვევაში ცენტრალიზებულად უზრუნველყოფილ იქნას აღდგენითი ლექციის ჩატარება; უწევს მონიტორინგს ლექციების დროულად დაწყება-დასრულებას, ლექტორების მიერ შეფასებების ბაზაში დროულ ასახვას, აღრიცხავს გადაცდომებს და აგზავნის შესრულებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებში. ფინალური გამოცდების ადმინისტრირება ხდება ცენტრალიზებულად, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის მიერ, რომელიც ასევე ზრუნავ იმაზე, რომ ყველა ეტაპზე ნებისმიერი შეფასება სტუდენტისთვის ცნობილი იყოს უნივერსიტეტის საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო სწავლების დებულებებით დადგენილ ვადებში. სასწავლო პროცესის ადმინისტრირება ხდება სასწავლო-საკომუნიკაციო-მენეჯმენტის ელექტრონული პლატფორმის UG-System-ის მეშვეობით.
შესრულების ინდიკატორი (KPI):

შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული:

შეიქმნება ელექტრონული პლათფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება თითოეულ დისციპლინაში საგამოცდო საკითხების ბანკის შექმნა, საგამოცდო საკითხების სირთულის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებად განაწილება და საგამოცდოს ფორმირება თითოეული სირთულის კატეგორიიდან განსაზღვრული დოზით საკითხების შემთხვევითი შერჩევით. მუდმივად მოხდება საგამოცდო ბანკის შევსება. საგამოცდო აუდიტორიები აღიჭურვება სათანადო კომპიუტერული ტექნიკით.
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
მიზნის მიღწევის სტრატეგია:
მიზნის მიღწევა მოხდება მუდმივად თანამედროვე სწავლების მეთოდების და სასწავლო ლიტერატურის დანერგვით, სასწავლო პრაქტიკის, აკადემიური პატიოსნებისა და თავისუფლების უზრუნველყოფით. პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი შედგება როგორც UG-ის აკადემიური პერსონალის (მათ შორის სუსკი-ის სტრუქტურაში არსებული მეცნიერების), ისე დარგის ლიდერი პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან. შექმნილია მომთხოვნი გარემო, სამესტრის განმავლობაში მუდმივად ხდება თითოეულ ეტაპზე სტუდენტის მიერ მიღწეული შედეგების შემოწმება. ხდება აკადემიური პერსონალის მუდმივი განვითარებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციის წახალისება. ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ სასწავლო პროგრამები აკმაყოფილებდნენ მიმდინარე ეროვნულ სააკრედიტაციო მოთხოვნებს, რისთვისაც ადგილი ექნება აკადემიური პერსონალისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლების პერიოდულ ტრენირებას. ცალკეული პროგრამები გაივლიან ავტორიტეტულ საერთაშორისო აკრედიტაციებს. დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სასწავლო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის სათანადო კომპეტენციების გამომუშავებას, რისთვისაც ადგილი ექნება პროგრამის შემუშავების პროცესში აკადემიური და მოწვეული პერსონალის, პოტენციური დამსაქმებლების, პროფესიული ასოციაციების, ისევე როგორც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტუდენტთა სამართლიან შეფასებას, რისთვისაც ადგილი ექნება საგამოცდო პროცესისა და აკადემიური პატიოსნების უზრუნველყოფის მექანიზმების მუდმივ დახვეწას.
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული:
1.2.1.1
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული:
1.2.2.1
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული:
1.2.3.1
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
1.2.4.1

უნივერსიტეტი აფუძნებს კონსალტინგურ ცენტრებს/კლინიკებს/საწარმოებს (იურიდიული კლინიკა, ფსიქოლოგიური კლინიკა, ბიზნეს-კონსალტინგის ცენტრი, სტომატოლოგიური ჰოსპიტალი, UG-არქიპროექტი, არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, ტექნოლოგიური ტრანსფერის ცენტრი და ა.შ., სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ პრაქტიკა. ამასთან უნივერსიტეტი უპარტნიორდება ბაზარზე არსებულ კომპანიებს/ცენტრებს და სტუდენტული რესურსის ჩართულობით ახორციელებს მათთან საერთო პროექტებს. უნივერსიტეტი რთავს სტუდენტებს მიმდინარე კვლევით და სხვა პროექტებში; უნივერსიტეტში მოქმედებს „UG-Start up Factory”, სადაც ხდება სტუდენტების სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა, აქსელერაცია და ინკუბაცია. სასწავლო პროგრამებში და სასწავლო პროცესში მზარდი წილი ეთმობა“Learning by doing”, “PBL”, “Case Study”და მსგავს უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს. უნივერსიტეტი აფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა დაწესებულებებთან რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის პროფესიულ პრაქტიკას.
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
1.3.1.1
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
1.3.2.1
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
1.3.3.1
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
მიზნის მიღწევის სტრატეგია:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
მიზნის მიღწევის სტრატეგია:
უნივერსიტეტში შემუშავდება საგამომგონებლო ტექნოლოგიების სასწავლო კომპონენტი და მოხდება მისი ინკორპორირება სასწავლო კურიკულუმებში. შეიქმნება საგამომგონებლო ცენტრი, სადაც მოხდება გამოგონებების, პატენტების მოზიდვა/ხელშეწყობა. ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს UG-Start-up Factory-თან.
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
შესრულებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ები:
ახალი სასწავლო პროგრამების ამუშავება
შესრულების ინდიკატორი (KPI):
მიზანი მიღწეულია, თუ:
მიზნის მიღწევის სტრატეგია:
ბაზრის კვლევის საფუძველზე ახალ სასწავლო პროგრამებს შეიმუშავებენ სკოლები / დეპარტამენტები / საავტორო პროგრამების ინიციატორები. ხარისხის სამსახურთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ მათ შესაბამისობას სააკრედიტაციო სტანდარტებთან. პროგრამები გადის აკრედიტაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ.