უნივერსტეტში ჩაბარების მომენტიდან, მიზნად დავისახე გაცვლით პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი შრომის შედეგად და საქართველოს უნივერსტეტის დამსახურებით, შევძელი მესამე კურსის დაწყება ბელგიის ულამაზეს ქალაქ ლევინში.
ევროპაში გატარებულმა დრომ დაუვიწყარი, წარუშლელი და შეუცვლელი კვალი დატოვეს ჩემს გონებაში. აღსაღნიშნავია ბელგიელების თბილი დამოკიდებულებაც , რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობდი.
პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოში ვბრუნდები ცოდნით, უამრავი ბედნიერი მოგონებებითა და მომენტებით, რომლებმაც ჩემი ცხოვრება მეტად ფერადი, ნათელი , ჰარმონიული, განვითარებული და დამოუკიდებელი გახადეს.
იმ სტუდენტებს კი, რომელთაც სურთ საკუთარ ცხოვრებაში ახალი გამოწვევების მიღება, ცოდნის გაღრმავება, საერთაშორისო მეგობრების შეძენა, ევროპული სამართლის, ღირებულებების, კულტურის და ტრადიციების შეცნობა, ვფიქრობ არ უნდა დაკარგონ შანსი იმ შესაძლებლობების გამოყენების, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი თითოეულ სტუდენტს სთავაზობს.(დაისახეთ მიზნები და ისინი თავად გიჩვენებენ გზას)
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს უნივერსიტეტს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გუნდს და ,,Erasmus+’’.