Vidzeme University of Applied Sciences, ლატვია, Erasmus+ პროგრამა
აირჩიო სწორი ადგილი, რომელიც მოგცემს განათლებას და ამავდროულად დაგეხმარება პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში - საკმაოდ რთულია. ვაღიარებ, ძალიან გამიმართლა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ყოველ “ახალ სიტყვას” მუდმივად პროფესიონალ ლექტორების დახმარებით ვეცნობოდი. ამჟამად ერაზმუსის გაცვლითი პროგრამით Vidzeme University of Applied Sciences-ის სტუდენტი ვარ. ჩვეულებრივი სტუდენტური დღე გარდა ლექციებისა და სემინარებისა სავსეა სხვადასხვა სახის დისკუსიებით, აქტივობებით, ტურებით, რასაც თვითონ უნივერსიტეტი გვთავაზობს. საკუთარ თავზე მუშაობა მუდმივად საჭიროა, რაშიც ერაზმუსის გაცვლით პროგრამას დიდი წვლილი მიუძღვის.
ჯაბა აგულაშვილი
სამართლის სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტმა მომცა იმის საშუალება, რომ გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წავსულიყავი. ეს პროგრამა მეხმარება როგორც აკადემიური ცოდნის, ასევე არაფორმალური განათლების მიღებაში, რაც დღესდღეობით ყველაზე მეტად ფასდება. უკვე 1 თვეა აქ ვიმყოფები და ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც სწავლით, ასევე აქ ცხოვრებით
ლაშა ხორგუაშვილი
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
ევროპული ინოვაციების აკადემია, პორტუგალია, საზაფხულო პროგრამა
სიმართლე გითხრათ, როდესაც საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ სფეროში წარმომედგინა ჩემი თავი. თუმცა დროთა განმავლობაში, როგორც უნივერსიტეტმა, ასევე ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის მიერ შემოთავაზებულმა აქტივობებმა და შესაძლებლობებმა, დამარწმუნა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და სწორი მიმართულებით მივდივარ. ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა მთავაზობს, არის მონაწილეობის მიღება ევროპის ინოვაციების აკადემიის საზაფხულო პროგრამაში. უდიდეს შესაძლებლობად მიმაჩნია ეს ყველაფერი, რადგან საშუალება მაქვს დავესწრო ტრენინგებს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მენეჯერები ჩაატარებენ. ეს ყველაფერი დამეხმარება დავინახო სამყარო იმ კუთხით, რა კუთხითაც ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის სტუდენტები ხედავენ, გავეცნო მათ შეხედულებებს და ვიმუშაო მათთან ერთად. გარდა ამისა ეს არის შესაძლებლობა პერსონალური განვითარებისთვის და გასაღები არა ერთი კარისა. ამ ყველაფერს კი ბიზნესის სკოლა სთავაზობს თავის სტუდენტებს, რაც დამეთანხმებით, მართლაც ძალიან დიდი საქმეა
მანჩო კიკაძე
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის ზრუნავს სტუდენტების მომავალზე და მათ განვითარებაზე. UG-იმ მომცა შანსი, რომ მიმეღო მაღალი ხარისხის განათლება საზღვარგარეთ და ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩემს ცხოვრებაში ეს ახალი ეტაპია, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია
ელენე ტოგონიძე
სამართლის სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
ლოძის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საკმაოდ ძლიერია. ლექტორებისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა და მათი პირადი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, რაც ლექციებს ძალიან საინტერესოს და დინამიურს ხდის. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივები განსაკუთრებით პოზიტიურად არიან განწყობილი ქართველების მიმართ. დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს იმისთვის, რომ ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება მომცა.
ლუკა გორგოძე
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი
University of Lodz, პოლონეთი, Mobility Direct პროგრამა
ყველაზე მეტად მსურს ხაზი გავუსვა საქართველოს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ სტუდენტებს მიიღონ განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, საკმაოდ ძლიერ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, პირადად მე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული გაცვლითი პროგრამებით და სწორედ მესამე კურსზე ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება წავსულიყავი იქ სადაც მე მინდოდა. ამჟამად პოლონეთში ვარ, უნივერსიტეტმა მომცა საშუალება ვისწავლო გაცვითი პროგრამით, ერთი სემესტრის განმავლობაში, ლოძის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. მადლობელი ვარ საქართველოს უნივერსიტეტის იმისათვის, რომ მომცა შესაძლებლობა მიმეღო ცხოვრებისეული გამოცდილება და გამეღრმავებინა ცოდნა.ვთვლი რომ საქართველოს უნივერსიტეტი კარგი არჩევანია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც სურთ გაცვლითი პროგრამით განათლების მიღება უცხოეთში და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.