Latest NEWS
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი სისტემურად იყენებს სიმულაციური სწავლების მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას, თეორიული ცოდნის რეალურ კონტექსტში გადატანას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციების ფორმირებას. სიმულაციური პროექტების საშუალებით, სტუდენტები ვითარდებიან ისეთ კრიტიკულ კომპეტენციებში, როგორიცაა მოლაპარაკებების წარმოება, კონსენსუსის მიღწევა, პოლიტიკური პროცესების ანალიზი და კრიზისებზე რეაგირების დაგეგმვა.
დეპარტამენტის ფარგლებში ბოლო წლებში განხორციელდა ორი მასშტაბური სიმულაციური პროექტი:
დეპარტამენტის ორგანიზებით 2023 წლის 24-25 თებერვალს ჩატარდა სიმულაციური სწავლება თემაზე „ევროინტეგრაცია: პოლიტიკური პარტიები და მოლაპარაკებები“. პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის რეალისტური პოლიტიკური პროცესის მოდელირებას და იმ პრაქტიკული უნარების განვითარებას, რომლებიც მოლაპარაკებების, კონსენსუსის მიღწევისა და პოლიტიკურ დიალოგში ჩართულობისთვის არის აუცილებელი.
სიმულაციური სწავლების მთავარი მიზნები იყო:
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა მოირგეს პოლიტიკური პარტიების როლები და მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ მოლაპარაკებებში. მუშაობდნენ შეთანხმებების მიღწევაზე, დაიცვეს თავიანთი პარტიული პოზიციები და შეიმუშავეს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. აქტივობამ გააძლიერა სტუდენტთა ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები, ხელი შეუწყო პლურალისტური აზროვნებისა და პოლიტიკური პროცესების პრაქტიკული გააზრების განვითარებას.