Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


11 October 2024
მედეგობის ინდექსის პრეზენტაცია

საქართველოს უნივერსისტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) გიწვევთ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც ეხება საქართველოს პოლიტიკური სისტემის და მისი ძირითადი აქტორების მედეგობის პრობლემას მტრული (რუსული) საინფორმაციო გზავნილების გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. 

საკითხი იმდენად პრობლემატურია, რამდენადაც მტრული ნარატივების გავრცელება პირდაპირ უთხრის ძირს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საზოგადოების ერთიანობას და უსაფრთხოებას. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტების დროული და ეფექტტური რეაგირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრევენციისთის, და სხვადასხვა სფეროში პოტენციური ზიანის შესამცირებლად. 

კვლევაში გაანალიზებულია როგორც სახელმწიფო მმართველობითი რგოლის (მთავრობა, სამინისტროები და უწყებები, პარლამენტი, ადგილობრივი მმართველობა), ისე ძირითადი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში მტრული (რუსული) ნარატივების საფრთხის აღქმა, მასთან ბრძოლის ნორმატიული საფუძველის და მექანიზმების არსებობა, შესაბამისი რესურსების გამოყოფა და ერთობლივი გეგმების განხორციელება, გამოცდილების გაზიარების პრაქტიკასთან ერთად.  

კვლევის შედეგებთან ერთად, შემუშავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის მედეგობის ინდექსი (PRI) მტრული საინფორმაციო გზავნილების გავრცელების საფრთხესთან მიმართებაში, რომელიც ყოველწელს განახლდება და მისი მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ქვეყნის სხვა სფეროების (მაგ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და ა.შ.) მედეგობის ინდექსის დადგენა. 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia