მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (ISA) 66-ე ყოველწლიურ კონვენციაში – "Reconnecting International Studies", რომელიც გაიმართა 2025 წლის 2-5 მარტს ჩიკაგოში, აშშ-ში.
გარდა ამისა, ისინი მონაწილეობდნენ კვლევითი მეთოდების სწავლების საკითხებზე გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, სადაც გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ჩაერთნენ შინაარსიან დისკუსიაში კოლეგებთან.